GEO / ENG
Announcements
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ აკადემიის მიერ წინასწარ ორგანიზებულ ხატვის საკონსულტაციო ტურში, რომლის პირობებიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული შემოქმედებითი კონკურსის (ხატვის გამოცდის) პირობებთან. ხატვის ტურის დასრულების შემდეგ კონსულტაციას გაგიწევენ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები.


ხატვის საკონსულტაციო ტურში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 2014 წლის 26 მარტის ჩათვლით, 10.00სთ-დან 17.00 სთ-მდე აკადემიის ცხელ ხაზზე: 2 93 68 89.


დეტალური ინფორმაცია ხატვის ტურის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდება აკადემიის საიტზე 2014 წლის 27 მარტს.