2016 წლის 5 აპრილს თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორმა, პროფ. გია გუგუშვილმა და ბილკენტის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. აბდულა ათალარმა ხელი მოაწერეს აკადემიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ანკარაში ამავე ვიზიტის დროს გაიმართა ქართველი მხატვრების (გია გუგუშვილი, თამაზ ვარვარიძე, დავით ალექსიძე) გამოფენა, სახელწოდებით „განსხვავებული ხედვა“, ასევე, სამხატვრო აკადემიის პროფესორებმა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარეს ვორქშოფი და მასტერკლასები.
2016 წლის 2-7 ნოემბერს იგეგმება ბილკენტის უნივერსიტეტის პროფესორების და მხატვრების საპასუხო ვიზიტი სამხტვრო აკადემიაში, რომლის პროგრამაც ითვალისწინებს:
1. ბილკენტის უნივერსიტეტის პროფესორის Dominique Tezgor-ის ორდღიან სემინარს - 3-4 ნომბერი, 11.30 სთ. სამხატვრო აკადემია, ოთახი #306;
2. ბილკენტის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ Ayhan Altintas-ის პრეზენტაცია - 4 ნოემბერს 10.30სთ - ოთახი #306.
3. არტისტერიუმის, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო გამოფენის ძირითადი საგამოფენო პროგრამის "მოკალი ბუდა!" ფარგლებში ბილკენტის უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების მაგისტრანტის ჰაირი შენგუნის მონაწილეობა. – 4 ნოემბერი, 19:00სთ.
4. ბილკენტის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის Ekin Kilic-ის ვორქშოფი სტუდენტებისთვის - გობელენის მუზეუმი.
5. არტისტერიუმის, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის მაგისტრატურის არტ-ჯგუფის მონაწილეობა, სახელწოდებთ - "მე იდიოტი ვარ, დედა!"
მონაწილეობენ : ანა წოწონავა, ავთანდილ გახოკიძე, დავით გოცირიძე, გიორგი შალიკაშვილი, გურამ საყვარელიძე, ირაკლი მიქიაშვილი, ლიკა ქურდაძე, მაკო ლომაძე
მარი აქუბარდია, ნონა დიდებაშვილი. კურატორები: ილიკო ზაუტაშვილი, ვახო ბუღაძე.
