GEO / ENG
International projects
სტუდენტურ საერთაშორისო პროექტი ერევნში

ერევნის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიწვევით, სტუდენტურ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის მისაღებად, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან გაემგზავრება, კონკურსის წესით შერჩეული, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების 5 სტუდენტი: თორნიკე ნასყიდაშვილი, სოფიო აგულაშვილი, ლუკა ჯანხოტელი, მედეა კედელაშვილი და ნინო ქარსამაული.
პროექტი მოიცავს მასტერკლასს, პლენერს და ერთობლივ გამოფენას ერევანში და მიზნად ისახავს ევროპის სხვადასხვა სამხატვრო უმაღლესი სასწავლებლებიდან ახალგაზრდა ხელოვანების გაერთიანებას.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 35 სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან.