28 ნოემბერს, 12 სთ, ერაზმუს+ -ის სტუდენტთა და პერსონალის მობილობის ხელშეკრულების ფარგლებში, თსს აკადემიას ეწვევა ესპანეთის, ბალეარსის უნივერსიტეტის Escola d'Art i Superior de Disseny de les Illes Balears, დირექტორი, პროფესორი - Maria F. Abando Olaran და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და ერასმუსის კოორდინატორი, პროფესორი - Maria del Pilar Rovira Serrano. შეხვედრას დაესწრება საქართველოს ერასმუს+ -ის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი - ლიკა ღლონტი.
28 ნოემბერს, 14.00 სთ, თსს აკადემიას ეწვევა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - ჟან-ივ ლავუარი, და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ხელმძღვანელი -ტერი ბურტე.
გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სერბეთის, ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტთან (http://www.arts.bg.ac.rs/en/), რომელიც მოიცავს სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლას, ერთობლივი საგამოფენო პროექტების, ვორქშოფების, სემინარების ორგანიზებას.
