GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
არქიტექტურა
სამოქალაქო არქიტექტურა

მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი გიორგი ბათიაშვილი

 

არქიტექტურა პროექტირების და მშენებლობის ხელოვნებაა, ხოლო არქიტექტორი არის ხუროთმოძღვარი–მხატვარი, რომელიც ეწევა პრაქტიკულ მოღვაწეობას, ქმნის საცხოვრებელ გარემოს, შენობა ნაგებობების პროექტებს, ხელმძღვანელობს როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოებს. ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა არა მხოლოდ მთავარი სპეციალური საგნის (არქიტექტურული გეგმარება, ქალაქგეგმარება, ლანდშაფტის არქიტექტურა, არქიტექტურის ისტორია, სამშენებლო კონსტრუქციები), არამედ დამხმარე საგნების (მათემატიკა, ფიზიკა, მექანიკა, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, მხაზველობითი გეომეტრია, ხატვა, ფერწერა, ხაზვა და სხვა) აუცილებელი ცოდნა. არქიტექტურა შემოქმედებითი მოღვაწეობის სახეობაა, რომელიც მხატვრულად აყალიბებს გარემოს, წყვეტს მის ფუნქციური ზონირების საკითხებს; მასში გაერთიანებულია საინჟინრო, სამეცნიერო და სახვითი ხელოვნების დარგები. მიმართულების მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტისთვის ისეთი კომპლექსური თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა, რომლის საფუძველზე, კურსდამთავრებულს შეეძლება, მისივე კომპეტენციის ფარგლებში, თანამედროვე არქიტექტურისადმი წაყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

 

დეკანი