GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
დიზაინი
მხატვრული კერამიკა

მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი გიორგი იაშვილი

 

1926წ-ს, როდესაც თსსა-ში არსებობდა მხოლოდ ფერწერის, ქანდაკების და გრაფიკის კათედრები, ქანდაკების ტერაკოტაში შესასრულებლად ჩამოყალიბდა კერამიკის სახელოსნო, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა დეკორატიული ხელოვნების პირველი კათედრა–კერამიკის კათედრა.1958წ. კათედრასთან გაიხსნა სასწავლო-ექსპერიმენტული სახელოსნო. აქვე შემუშავდა და შეიქმნა პირველი შავკრიალაკერამიკის ნიმუშები, რაც სულ მალე იქცა ქართული ეროვნული კერამიკის სახედ. 2005 წლიდან კი მხატვრული კერამიკის მიმართულება ისევ დამოუკიდებელ სპეციალობად არსებობს. თსსა-ში მხატვრული კერამიკის მიმართულების წარმმართველი ორიენტირებია: ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი–როგორც მხატვრულ აზროვნებაში, ასევე ტექნოლოგიაში; ესთეტური, ფუნქციური კატეგორიების მუდმივი და მარად განახლებადი გამომსახველობითი ფორმების შესწავლა-დაუფლება; მაღალპროფესიული დიზაინერების, მხატვარ-კერამიკოსების მომზადება.

 

დეკანი