პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ნანა იაშვილი
ციფრულ მედიაში პროგრამების ამოცანებისა და მიზნების ფართო სპექტრი არსებობს (სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა–ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა): კომპიუტერული 2D და 3D მოდელირება-პროექტირება; კომპიუტერული მულტიმედია, WEB-დიზაინი და კომპიუტერული ანიმაცია, რაც მოიცავს სივრცული ანიმაციური მოდელების შექმნას საყოფაცხოვრებო, ტრანსპორტის, ტექნოლოგიური, სამეცნიერო, სამუზეუმო, არქეოლოგიური, მედიცინის და სხვა დარგებში; ვირტუალური რეალობის მხატვრულ წარმოსახვას რეალურ დროში; კომპიუტერული თამაშების მხატვრულ გაფორმებას, სხვადასხვა სამეცნიერო დარგის პროცესების ვირტუალური რეალობის მხატვრულ პრეზენტაციას, ორგანიზაციას, დიზაინს; ფირმების კონფერენციების, ლექციებისა და სემინარების მომზადებას; ინტერნეტში გვერდების ორგანიზაციას, გაფორმებას, დაპროგრამებასა და განთავსებას; სარეკლამო ქუდების, კლიპების, კომპაქტდისკების, გამოფენების აქსესუარების შექმნას და ა.შ.