GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
რესტავრაცია/ხელოვნების ისტორია და თეორია
რესტავრაცია, ხელოვნების ისტორია და თეორია

რესტავრაცია-კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი დღევანდელი სახით 2005 წელს ჩამოყალიბდა. ფაკულტეტი მიზნად ისახავს ქართული ხელოვნებისა და ზოგადად ქართული კულტურის კვლევასა და სწავლებას; ინტერდისციპლინურ კვლევებს, კვლევის და სწავლების პროცესის თანხვედრასა და სინქრონულობას, რაც ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი კვლევითი პოტენციალის აკუმულირებას და კვლევით პროგრამებში სტუდენტების ჩართვის გზით სწავლებას გულისხმობს; ასევე, რესტავრაციის მიმართულებით ფაკულტეტი გეგმავს სტუდენტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის საქმის სწავლებას თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად; კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა კონსერვაცია-რესტავრაციის მეცნიერულ საფუძველზე დამკვიდრებას.

 

ფაკულტეტი შედგება ორი მიმართულებისაგან: 

 

• ხელოვნების ისტორია და თეორია;

• რესტავრაცია, კონსერვაცია 

 

გალერეა
დეკანი