GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
რესტავრაცია/ხელოვნების ისტორია და თეორია
რესტავრაცია

მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნანა კუპრაშვილი

 

საქართველოში, რესტავრაციის სფეროში არსებულ ერთადერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულე- ბაში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში – 1966 წლიდან სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტებზე მხოლოდ განხრად არსებობდა რესტავრაციის მიმართულება. 2004 წლის სექტემბერში ეს განხრა გაუქმდა და დამოუკიდებელი ფაკულტეტი შეიქმნა, ხოლო 2005 წელს რესტავრაციის ფაკულტეტი და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულება გაერთიანდა და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტად ჩამოყალიბ- და. ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდგომ არსებითად შეიცვალა არქიტექტურისა და ფერწერის კონსერვაცია-რესტავრაციის სწავლების პრინციპები, შეიქმნა საქართველოში მანამდე არარსებული ლითონის, მინისა და კერამიკის კონსერვაცია/რესტავრაციის მიმართულებები. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებისადმი, საქართველოსთვის სრულიად ახლებური, კომპლექსური მიდგომის დანერგვას განაპირობებს ფაკულტეტზე კონსერვაცი/რესტავრაციის და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებათა თანაარსებობა. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის სახელოვნებათმცოდნეო-საისტორიო, ტექნოლოგიურ, დიაგნოსტიკურ კვლევას, ისევე როგორც ორიგინალური და საკონსერვაციო მასალების შესწავლას, პრევენციულ ღონისძიებებს, კონსერვაციის თეორიის, ფილოსოფიისა და საკანონმდებლო საფუძვლებს, პროფესიულ ეთიკას.

 

დეკანი