GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
რესტავრაცია/ხელოვნების ისტორია და თეორია
ხელოვნების ისტორია და თეორია

მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ანა კლდიაშვილი

 

1967 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვროა კადემიაში დაარსდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრა, რომლის ხელმძღვანელიც წლების განმავლობაში იყო პროფესორი ლევან რჩეულიშვილი. დაარსებიდანვე ფაკულტეტს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში ქართული ხელოვნების კვლევის წამყვან ცენტრთან–გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან, რომლის წამყვანი მეცნიერები (ვახტანგ ბერიძე, გაიანე ალიბეგაშვილი, ნათელა ალადაშვილი, მერი კარბელაშვილი, კიტი მაჩაბელი, ნოდარ ჯამბერიძე, ლეილა ხუსკივაძე, იუზა ხუსკივაძე და სხვ.) წლების განმავლობაში ასწავლიდნენ და დღესაც ასწავლიან ამ ფაკულტეტის სტუდენტებს. თავის მხრივ, აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიი სფაკულტეტის კურსდამთავრებულებმაც შეავსეს ინსტიტუტის თანამშრომელთა რიგები და დღეს ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები არიან. თსსა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებისა და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მრავალწლიანმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა დარგის განვითა- რებისათვის. დღეს თსსა-ს ინსტიტუტთან (ამჟამად გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი) გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კვლავ გრძელდება ტრადიციული თანამშრომლობა. ფაკულტეტი, თითქმის 45 წელია, ამზადებს ქართული ხელოვნების მკვლევარებს, რომლებსაც საერთაშორისო არენაზე აღიარება აქვთ მოპოვებული.

 

დეკანი