საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 17-25 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გორი, საქართველო), ჯანიქ ბაშარის უნივერსიტეტი (სამსუნი, თურქეთი), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე, საქართველო), კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი), 2016 წლის 20-21 სექტემბერს ატარებს პირველ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016).
მოხსენებების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 25 აგვისტო
მოხსენებების მიღების შესახებ შეტყობინება: 2016 წლის 1 სექტემბერი
მოხსენებების სრული ვერსიის მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 25 ოქტომბერი
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული და თურქული.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ კონფერენციის ვებ-გვერდს http://halc.ibsu.edu.ge/index.php, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საჭირო ინფორმაციას, ან მოგვწეროთ კონფერენციის ელ-ფოსტაზე: halc@ibsu.edu.ge.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა