GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ახალი ამბები
გარე მობილობა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში თქვენთვის სასურველ პროგრამაზე 2016-17სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის მობილობის საშუალებით გადმოსვლისათვის უნდა გაიაროთ შემდეგი ეტაპები

 

1. 2017 წლის20 იანვრიდან 2თებერვლის  18:00 სთ-მდე დარეგისტრირდით საგაზაფხულო მობილობაში მონაწილეობის მისაღებად www.students.eqe.ge -ზე .  

  • მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში (იხ. ვადები www.eqe.ge –ზე)  
  • ინფორმაცია მობილობის შესახებ განთავსებულია, როგორც ჩვენს საიტზე www.art.edu.ge ,ისე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საიტზე www.eqe.ge
  • მობილობის მსურველად რეგისტრაციისას,  თქვენთვის სასურველ პროგრამაზე უნდა იყოს გამოცხადებული ვაკანტური ადგილები, ამის თაობაზე ინფორმაციას გაეცნობით  რეგისტრაციის დროს. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისას თქვენთვის სასურველი პროგრამა ვერ ნახეთ ან ვერ მონიშნეთ ეს იმას ნიშნავს,  რომ შესაბამის პროგრამაზე ვაკანტური ადგილები არ არის. (იხ. მობილობის ვიდეო ინსტრუქცია http://www.youtube.com/watch?v=Zi9GpTIY3XE&feature=youtu.be).

2.  მას შემდეგ რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას მობილობის პორტალზე ელოდებით შეტყობინებას,  თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე, შემოსულ შეტყობინებაში მითითებული იქნება მოგეცათ თუ არა უფლება განახორციელოდ მობილობა თქვენთვის სასურველ პროგრამაზე, რომლის შესაბამისადაც უნდა  მიმართოთ უმაღლეს სასწავლებელს (თსსა აკადემია).

3.  შეტყობინების მიღების შემდეგ თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ უმაღლეს სასწავლებელს (2017წლის3 თებერვლიდან  9 თებერვლის  ჩათვლით)  კანცელარიაში განცხადებით, ასევე  წარადგინოთ თქვენი ნიშნების ფურცელი, აღებული კრედიტების მითითებით თქვენი უმაღლესი სასწავლებლიდან. 

4. წარმოდგენილი ნიშნების ფურცლის და განცხადების საფუძველზე ფაკულტეტის ხარისხის სამსახური  განიხილავს თქვენი მობილობით გადმოსვლის საკითხს. თქვენ მოგეცემათ უფლება გაიაროთ კონკურსი გამოცდის სახით (2017 წლის 10 თებერვლიდან 13 თებერვლის  ჩათვლით), რომელიც სხვადასხვა ფორმისაა გამომდინარე პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობიდან. 

5. გადმოსასვლელი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში  თქვენ უფლება მოგეცემათ სწავლა განაგრძოდ თსს აკადემიის სასურველ პროგრამაზე დადგენილი შესაბამისობის მიხედვით შესაბამის  სემესტრში.

შენიშვნა: სახელმწიფოგრანტიმიბმულიასტუდენტზე.  

                  სტუდენსშეუძლიაუარითქვასმობილობაზებრძანებისგამოცემამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

 E-mail: eka.asitashvili@art.edu.ge

ან ცხელ ხაზზე : 2 93 68 89

 

გალერეა