თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით ითარგმნა ამერიკის ცნობილი სახელმძღვანელოს, „ხელოვნების ისტორია“ (მეხუთე გამოცემა, 2013 წელი) ბოლო ოთხი თავი, რომელიც მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის, ასევე საერთაშორისო არტ სცენის ისტორიას,( XVIII საუკუნიდან XXI საუკუნის პირველი ათწლეულების ჩათვლით) და წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის სმხატვრო აკადემიის მიერ.
წიგნის პრეზენტაცია შედგება ხუთშაბათს, 2017 წლის 23 მარტს, 17 საათზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. (თბილისი, სანაპიროს ქ. #4)
წიგნის ავტორები არიან ამერიკელი პროფესორები და ამერიკის უმაღლესი სკოლების ლექტორები, მერილინ სთოქსთედი (კანზასის უნივერსიტეტის ემერიტუსი) და მაიკლ ვ. ქოთრენი (სვორთმორის კოლეჯი, პროფესორი).
„ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე“ , ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელოა, რომლის მეშვეობითაც ქართველი სტუდენტები გაეცნობიან ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ხელოვნებას დასავლელი ავტორების პოზიციიდან, საბჭოთა ან რუსი მეცნიერებისა და მთარგმნელების საავტორო ინტერპრეტაციების გარეშე.
დაგეგმილია წიგნის სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესში ინტეგრაცია.
პრეზენტაციას ესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი და საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ უომპლერი.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა