თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაფინანსებით გამოიცა სახელმძღვანელო " სამშენებლო კონსტრუქციები"
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო და არქიტექტურის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. იგი დახმარებას გაუწევს, ასევე, სათანადო სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებსა და ინჟინერ-მშენებლებს შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციებისა და ელემენტების დაპროექტებისას.
სახელმძღვანელოში განხილულია რკინაბეტონის, ქვის, ლითონის, ხისა და პლასტმასის კონსტრუქციებისთვის გამოყენებული შესაბამისი მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, კონსტრუქციებზე მოქმედი დატვირთვა და ზემოქმედებები, სიმტკიცის, მდგრადობისა და სიხისტის მიხედვით გაანგარიშების თანამედროვე მეთოდები. აგრეთვე, სამშენებლო კონსტრუქციებისა და ელემენტების დაპროექტების (გაანგარიშებისა და კონსტრუირების) საკითხები და საცნობარო მასალა.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა