GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ახალი ამბები
Job Fest გაიცანი, გაეცანი, იპოვე სტუდენტური საზაფხულო დასაქმების ფესტივალი

HR hub თქვენთვის უნიკალური პროექტების შემოთავაზებას განაგრძობს.

 

Job Fest გაიცანი, გაეცანი, იპოვე 
სტუდენტური საზაფხულო დასაქმების ფესტივალი 
ერთი წვეთი პრაქტიკა, ზღვა თეორიაზე მეტად ღირებულია 

 


 JOB fest 2017-ის დეტალები 


პროექტის დასახელება: JOB fest 2017 
ადგილი: ვაკის პარკი 
თარიღი: ივნისი; ფესტივალი გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში.
 მიზანი/ამოცანა: 
1. დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის გაზრდა ახალგაზრდების სეგმენტში; 2. სტუდენტების და დამსაქმებლების დაკავშირება და პირდაპირი კომუნიკაცია/დასაქმება/სტაჟირება - პროფესიული განათლება-დასაქმების პოპულარიზაცია; 3. სტუდენტებთან საუბარი მათი განვითარებისთვის საჭირო და საინტერესო თემებზე როგორიცაა, წარმატება, მოტივაცია, თვითგანვითარება და მიზნის დასახვა.

 

პროექტის აღწერა: JOB fest 2017 არის სტუდენტური საზაფხულო დასაქმების ფესტივალიპროგრამა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 100-მდე დამსაქმებელი და სტუდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამა ”Job Fest 2017” მიზნად ისახავს დამსაქმებლის ბრენდის ზრდას ახალგაზრდების სეგმენტში და სტუდენტებისთვის სტაჟირების და დასაქმების ხელშეწყობას საზაფხულოდ, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთმა კომპანიამ გრძელვადიანადაც გადაწყვიტოს შერჩეულ სტუდენტებთან თანამშრომლობა. 
 ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. JOB fest 2017-ის ფარგლებში, ჩატარდება კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები, სპიკერების გამოსვლები, სადაც სტუდენტებს სხვადასხვა სფეროს წარმატებული პრაქტიკოსები წარმატებაზე, მოტივაციასა და კარიერის დაგეგმვაზე ესაუბრებიან. 
 მოეწყობა EMPLOYMENT EXPO (კომპანიების, როგორც დამსაქმებლების და საკვანძო პროფესიების ექსპოზიცია-როგორ დავიწყოთ ნულიდან და მივაღწიოთ წარმატებას. შეხვედრა სხვადასხვა პროფესიების წარმატებულ პრაქტიკოსებთან). 
დასასრულს კი გაიმართება ფესტივალის დახურვის ცერემონია-კონცერტი. 
სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამა - ”Job Fest” ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. მასში მონაწილეობა საქართველოში უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებსა და ახლად კურსდამთავრებულებს შეეძლებათ.
 პარკის ერთ ნაწილში მოწყობილ სივრცეში - „წარმატების კუთხე“ 2-3 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, სპეციალური ლექციების/სემინარების მოსმენა კარიერულ ზრდაზე, მოტივაციასა და წარმატებაზე დ ა შ. “წარმატების კუთხეში” გაიმართება შეხვედრები კითხვაპასუხის ფორმატში სპიკერებთან და კომპანიების წარმომადგენლებთან. 
დასასრულს კი გაიმართება, ფესტივალის დახურვის ცერემონია-კონცერტი. 
უფრო მეტ დეტალს ღონისძიების შესახებ, უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

გალერეა