GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ახალი ამბები
სასწავლო–საწარმოო პროექტი „რეინკარნაცია“

კინოსა და თეატრის მხატვრებს, მოდისა და ტექსტილის დიზაინის სტუდენტებს გთავაზობთ მონაწლეობას სასწავლო–საწარმოო პროექტ „რეინკარნაცია“ - ში

იდეის ავტორი
გია ფაილოძე

პროექტის მიზანი
• სასწავლო პროცესის განვითარების მიზნით დავნერგოთ მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს სხვადასხვა კინო–პროფესიის (რეჟისორი, ოპერატორი, კინო მხატვარი, ხმის რეჟისორი, კოსტუმების მხატვარი, გრიმი) სტუდენტების გაერთიანებას ერთიან სასწავლო–საწარმოო პროცესში. 
პროექტის არსი კინო არის სინთეზური ხელოვნება, რომლის შექმნაც მოითხოვს სხვადასხვა ავტორების (რეჟისორი, ოპერატორი, კინო–მხატვარი, ხმის რეჟისორი, კოსტუმების მხატვარი, გრიმი და ა.შ) ერთობლივ შემოქმედებით და პრაქტიკულ მუშაობას. 
არსებული რეალობიდან გამომდინარე, კინო პროფესიები ისწავლება სხვადასხვა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში:
• საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 
 რეჟისორი, ოპერატორი, ხმის რეჟისორი და ა.შ
• თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემია
კინო მხატვარი, კოსტუმების დიზაინი
• ასევე სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებში
გრიმი, დიზაინი და ა.შ
ჩვენს მიერ შემუშავებული ერთიანი სასწავლო პროცესი კი, გულისხმობს ერთი კონკრეტული დავალების გარშემო გავაერთიანოთ, ზემოთ ჩამოთვლილი ავტორები (სტუდენტები). რაც მათ საშუალებას მისცემს, ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული მუშაობის შედეგად, შექმნან კონკრეტული პროდუქტი. 
პროექტის ამოცანა
ერთიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ანალიზს. ანალიზის შედეგად კონკრეტული, თეორიულისაკითხების მონიშვნას, (კერძოდ:კომპოზიცია, განათება, კოლორიტი, რითმი, ექსპოზიცია, ფაქტურა, კოსტუმი და ა.შ) ლექციების ჩატარებას, როგორც ერთობლივი, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით და შემდგომ პრაქტიკულ განხორციელებას. 
შეიქმნება:
• მხატვრული ნიმუშის ფოტო ვერსია
• არსებული სიუჟეტის მიხედვით 1–3 წუთიანი ვიდეოკლიპი 
• მოხდეს სამუშაო პროცესის ფოტო და ვიდეო დოკუმენტირება

რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელს, გია ფაილოძეს 
 5 51 900 244 / ana. pailodze@gmail.co,

გალერეა