15 ივნისს, 12 საათზე, ლექცია - რუსეთის შემდეგ/ After Russia
ლექცია ჩატარდება რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, თაბუკაშვილის ქ. N5 (აუდიტორია N202).
ლექცია ეძღვნება წარსულში რუსეთის ძალაუფლების ქვეშ მყოფი, კავკასიის ქვეყნების თანამედროვე ხელოვნების კვლევას. დასწრება თავისუფალია.
ლექციას ჩაატარებს ჩარლზ მერევეზერი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ კურატორი.
თბილისის ისტორიის მუზეუმის პროექტის “თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში წარმოდგენილი გამოფენები და მხატვრები, წარმოჩენილი იქნებიან საკუთარ, ჩანასახოვან დონეზე არსებული დამოუკიდებლობის, როგორც ერთმანეთთან, ასევე დასავლეთ ევროპასთან კავშირის მაგალითებად. ლექციაზე განიხილება ლოკალური, ეროვნული და “ტრანსნაციონალური” ფორმების საკითხები, როგორც ხელოვანთა პრაქტიკის დამახასიათებელი ალტერნატიული საშუალებები.
On 15.06 at 12 00 we would like to invite you for the lecture of Charles Merewether
AFTER RUSSIA
The lecture will explore contemporary art in former Russian-dominated countries of the Caucasus. The exhibitions and the artists represented, held at the Contemporary Art Gallery, Karvasla, will be referred to as examples of their emerging independence and links to one another and with Western Europe. Within this context, the lecture will discuss issues of the local, national and forms of the ‘transnational,’ as alternative means of characterizing their practice.
Tbilisi State Academy of Art, N5, Tabukashvili Str., Tbilisi

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა