GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ახალი ამბები
ჯოზეფ ჰიპის სახელობის თოჯინების თეატრის დასი ...

ჯოზეფ ჰიპის სახელობის თოჯინების თეატრის დასი, რომელიც შედგება სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის თეატრის მხტვრობის სპეციალობის სტუდენტებისგან პროფესორ გიგა ლაპიაშვილის ხელმძღვანელობით, 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით მორიგ საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ავსტრიაში.

 

ჰიპის კომპანიის ჯგუფსა და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჯოზეფ ჰიპის სახელობის თოჯინების თეატრი პროფესორი კლაუს ჰიპის მოწვევით ყოველ ზაფხულს მიემგზავრება გერმანიასა და ავსტრიაში და სპექტაკლებს მართავს ბავარიისა და ავსტრიის სხვადასხვა ქალაქში.

 

ამჯერადაც, სპექტაკლი სახელწოდებით „დონ კიხოტი“ გაიმართა სხვადასხვა ქალაქებში.

 

ვულოცავთ აკადემიის სტუდენტებს კიდევ ერთ წარმატებას.

 

https://photos.google.com/share/AF1QipN_52fXAXb6g-5up5dMqS3UxlDrafX_WUZ3ZE0NS-LXNU8H5s3qE_yejL8sOdA0Mg?key=dW1NLUdsbWN3UWgxOEFGR2lTZkcyYXFkRTJXYmlB

 

http://www.hallertau.info/index.php?StoryID=64&newsid=100056