2017 წელს "პერსონალურ სტრუქტურებში" თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია წარმოდგენილია სახვითი ხელოვნების რამდენიმე სტუდიით შემდეგი მხატვრების მონაწილეობით : ნათია ბენაშვილი, ავთანდილ გახოკიძე, დავით გოცირიძე, სალომე ელანიძე, ანნა წოწონავა, მარიამ შაქარაშვილი, მარიამ აქუბარდია, მაკო ლომაძე, მარიამ ოდიშვილი, გიორგი კობიაშვილი.
პროექტის ავტორები: სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი გია გუგუშვილი და სამხატვრო აკადემიის კურატორი, ხელოვნების ისტორიკოსი ალექსანდრა გაბუნია.
კურატორები : სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების სამაგისტრო ჯგუფების მოწვეული პედაგოგები, მხატვრები : ილია ზაუტაშვილი, სოფია ჩერქეზიშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ვახო ბუღაძე.
2017 წლის 25 აპრილს, 6 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) შემოქმედებით ჯგუფი აწყობს ვენეციაში წარსადგენი ნამუშევრების ერთდღიან გამოფენას.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა