GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
გამოფენები
გამოფენა „ფერთა ბიბლიოთეკა“

ქართველი და სომეხი მხატვრების - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ერევნის სამხატვრო აკადემიის რექტორების, პროფესორების: გია გუგუშვილის და არამ ისაბეკიანის, ასევე, ახალგაზრდა თაობის მხატვრების მარიამ გუგუშვილის და არტურ ჰოვანესიანის ჯგუფური გამოფენა „ფერთა ბიბლიოთეკა" გაიმართება 2017 წლის 7-25 მაისს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, რუსთაველის გამზ. 11. გახსნა: 7 მაისი / 17:00 სთ.

 

 

გამოფენა „ფერთა ბიბლიოთეკა“ ერთის მხრივ, გააღრმავებს საუკუნეთა სიღრმიდან მომავალი ქართველებისა და სომხების მეგობრობას. მისი მრავალსაუკუნოვანი ფესვები გადგმულია ძალიან ღრმად და უხსოვარ, წინაისტორიულ დროს აღწევს. მეორეს მხრივ, კი სახელოვნებო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის და მეგობრობის პროექტი გამოკვეთს კიდევ ერთ, განსხვავებულ, თამამ ფორმისეულ ძიებას, თემებს, შექმნილს ასოციაციებით, აღრმავებს, განაახლებს იმ ტრადიციულ პროცესს, რომელსაც ქართულ-სომხური მხატვრული სკოლები ქმნიდა. 
არამ ისაბეკიანს მიენიჭება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება.

 

მხატვრებმა ნამუშევრები მიუძღვნეს მხატვრობის ყველაზე რთულ და ემოციურ ასპექტს - ფერს.

 

გია გუგუშვილი


1971 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახ. ხელოვნების კოლეჯი, კვალიფიკაცია მხატვარ-ფერმწერი- პედაგოგი. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახ. სამხატვრო აკადემია, კვალიფიკაცია მხატვარ-ფერმწერი. 1977-2004 წლებში მუშაობდა თბილისის მხატვართა სახლში, როგორც სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; საქართველოს მხატვართა კავშირში, როგორც მხატვართა კავშირის მდივანი; საქართველოს ფოსტაში, როგორც ‘ქართული მარკის’ (საფოსტო მარკა) დირექტორი.2004-2006 წლებში იყო თსს აკადემიის პრორექტორი. 2006-2009 – იყო თსს აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი. 2013 წლიდან იგი აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორია, ხოლო 2015 წლიდან დღემდე -თსს აკადემიის რექტორია. გია გუგუშვილი მონაწილეობს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო, ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენაში. იგი სახელმწიფო პრემიის ლაურეატია (1994), და ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო არტ-სიმპოზიუმების გამარჯვებული: დუბაი (2007), ოსაკა (1987), ბულგარეთი (1986), ‘’საუკეთესო მხატვარი’ მოსკოვი (1984). 2014 წელს, ორგანიზაციამ ‘ქართული სული’ მას გადასცა პრემია ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის. გიორგი (გია) გუგუშვილის ნამუშევრების ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში (ბათუმი), აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), ფონდში Christoph Merian Foundation ბაზელი, კოლექციაში ‘Norton and Nancy Dodge Collection of Nonconformist Art’ ფილადელფია, აშშ, და ასევე, გალერეებსა და კერძო კოლექციებში საქართველოში და უცხოეთში.

 

 

მარიამ გუგუშვილი

მარიამ გუგუშვილი დაიბადა 1990 წელს, თბილისში მხატვრების ოჯახში. 2013 წელს მან დაამთავრა თსს აკადემია. სწავლის პერიოდში მარიამი გახდა კონკურსის „ოქროს კენტავრი“ (მიუნხენი, გერმანია) მესამე ადგილის მფლობელი. 2010-2015 წლებში იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატრო აკადემიის იოსებ ჰიპის სახელობის თეატრში, 2015-2016 წლებში - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 2011 წლიდან იყო ისეთი კომპანიების გრაფიკოს-დიზაინერი, როგორებიცაა - „აჭარაბეთი“, „ლიბერთი ბანკი“, „ჰიპი“ და სხვა. 2008-2012 წლებში მონაწილეობას იღებდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოფენებში; 2009 წელს -ს სტუდენტური ნამუშევრების გამოფენაში გალერეაში ARC Gallery. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო გამოფენაში „მე ვხედავ თითებით“ (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო);

 

 

არამ ისაბეკიანი


დაიბადა 1952 წლის 26სექტემბერს, ქ. ერევანში. 1976 წელს დაამთავრა ერევნის სახვითი ხელოვნებისა და თეატრის ინსტიტუტის ფერწერის მიმართულება. 1979 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ერევნის სახვითი ხელოვნებისა და თეატრის ინსტიტუტში. 1990 წელს იგი გახდა ასოცირებული პროფესორი, ხოლო 1992 წელს, მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1982 წლიდან იგი გახდა სომხეთის და UNESCO -ს საერთაშორისო მხატვართა კავშირის წევრი. 1994 წლიდან დღემდე, იგი ერევნის სახ. სამხატვრო აკადემიის რექტორია. 1999 წელს მას გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოქროს მედალი. 2001 წელს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 10 წლის იუბილეზ, მას გადაეცა მედალი“Movses Khorenatsi”. 2002 წელს იგი გახდა ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის წევრი, და ასევე, მიენიჭა სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1976 წლიდან დღემდე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 200-ზე მეტ სახელმწიფო და საკავშირო გამოფენებში. მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა ერევანში, პარიზში, ალეპოი, კაიროსა და ლონდოში. მისი ნამუშევრები კი ინახება სხვადასხვა მუზეუმებში და საგამოფენო სივრცეებში (სომხეთის ეროვნული მუზეუმი, გალერეა Galerie Vieceli -პარიზი, ა.შ.), და ასევე, კერძო კოლექციებში.

 

 

არტურ ოვანესიანი


დაიბადა 1984 წლის 8 ივლისს ქ. ერევანში. 2007 წლიდან სომხეთის მხატვართა კავშირის წევრია. 2010 წლიდან მუშაობს ერევნის სახ. სამხატვრო აკადემიაში. მონაწილეობდა გამოფენებში - ნიუ-იორკი, ბოსტონი, მოსკოვი, ერევანი, სინგაპური, ბეირუთი, ვენეცია, ა.შ. 2006 წელს იგი დაჯილდოვდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიით. 2001- დაამთავრა Terlemezyan -ის სახვითი ხელოვნების სახ. კოლეჯი. 2007- დაამთავრა ერევნის სახ. სამხატვრო აკადემია. 2010- მიენიჭა ხელოვნების ისტორიის დოქტორის ხარისხი, ერევნის სახ. სამხატვრო აკადემია