ყოველწლიურად მსოფლიო საზოგადოება მაისის მესამე კვირას შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს შიდსის ეპიდემიის მსხვერპლთა ხსოვნას. 1 ივნისს კი ჩვენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
საქართველოში რეგისტრირებულია აივ ინფექცია/შიდსის 6360 შემთხვევა, მათ შორის 103 ბავშვია. რამოდენიმე ასეულს გადააჭარბა იმ ბავშვთა რიცხვმა, ვინც მშობლები შიდსის გამო დაკარგა. მათი უმრავლესობა ბებია-ბაბუის მზურველობის ქვეშ დარჩა, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ ბავშვებისთვის ღირსებული საყოფაცხოვრებლო პირობების შემქნა, საკვებით უზრუნველყოფა, ჩაცმა, სწავლაში ხელშეწყობა. საზოგადოების ნაწილში არსებული მაღალი სტიგმის გამო ბავშვები და მათი მეურვეები ვერ სარგებლობენ სოციალური შეღავათიებით და ეკონომიური გაჭირვებასთან ერთად უწევთ დამცირების, შეურაცხყოფისა და იზოლაციის შიშისა და უიმედებოს გარემოში ცხოვრება.
აივ დადებითი ბავშვებისგულებშიიმედისსხივისდასაბრუნებლად და შიდსითგარდაცვლი ადამიანთა ხსოვნისპატივისმისაგებად ლ.საყვარელიძისსახელობისდაავადებათაკონტროლისადასაზოგადოებრივიჯანმრთელობისეროვნულიცენტრი, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი,შიდსის ცენტრი, თბილისისსამხატვროაკადემია და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი გალერეა შარდენში (მის: სასტუმრო თბილისი მარიოტი, რუსთაველის 13) 29 მაისს, 14:00 – 18:00 გამართავსცნობილიმხატვრებისა დასამხატვროაკადემიისწარჩინებულისტუდენტებისნამუშევრებისსაქველმოქმედიგამოფენა-გაყიდვისაქციას.
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ: გიორგი გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, რუსუდან ფეტვიაშვილი, გია ბუღაძე, ზურა გომელაური, ნიკო ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ლია შველიძე, ოლეგ ტიმჩენკო და სხვა.
აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა გადაეცემა შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვებისთვის მათი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. იმ სურვილების ასახდენად, რომელიც ყველა ბავშვს აერთიანებს განურჩევლად ჯანმრთელობის და სოციალური სტატუსისა.
აქცია „აუსრულე სურვილი“ აივ /შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების პირველი მცდელობაა. აქციის მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მცირეოდენი დანახარჯებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანთა, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.
აქციის ფარგლებში სურვლისამებრ, შესაძლებელი იქნება მხარდაჭერის ჯგუფში გაერთიანება შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების რეგულარული მხარდაჭერისთვის.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა