GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
განცხადებები
გარე მობილობა

იმისათვის, რომ თქვენ განახორციელოთ მობილობა თქვენი უმაღლესიდან
სამხატვრო აკადემიის თქვენთვის სასურველ პროგრამაზე უნდა გაიაროდ შემდეგი
ეტაპები

1. დარეგისტრირდით 1 აგვიტოდან 21 აგვისტოს 18.30 სთ-მდე საშემოდგომო
მობილობაში მონაწილეობის მისაღებად www.eqe.ge -ზე .

• მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სამინისტროს მიერ
დადგენილ ვადებში (იხ. ვადები www.eqe.ge –ზე)

• ინფორმაცია მობილობის შესახებ განთავსდება როგორც ჩვენს საიტზე
www.art.edu.ge , ისე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საიტზე
www.eqe.ge

• მობილობის მსურველად რეგისტრაციისას, ცხადია თქვენთვის სასურველ
პროგრამაზე უნდა იყოს გამოცხადებული ვაკანტური ადგილები, ამის
თაობაზე ინფორმაციას გაეცნობით რეგისტრაციის დროს. იმ შემთხვევაში, თუ
რეგისტრაციისას თქვენთვის სასურველი პროგრამა ვერ ნახეთ ან ვერ
მონიშნეთ ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამის პროგრამაზე ვაკანტური ადგილები
არ არის. (იხ. მობილობის ვიდეო ინსტრუქცია
http://www.youtube.com/watch?v=Zi9GpTIY3XE&feature=youtu.be)


2. მას შემდეგ რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას მობილობის პორტალზე
უნდა დაელოდოთ მესიჯს, თქვენ მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე, სადაც
ეწერება მოგეცათ თუ არა უფლება განახორციელოდ მობილობა თქვენთვის
სასურველ პროგრამაზე, ასევე იმის თაობაზე, რომ უნდა მიმართოთ იმ უმაღლეს
სასწავლებელს, სადაც მოგეცად მობილობის უფლება.


3. მესიჯის მიღების შემდეგ თქვენ სასწრაფოდ უნდა მოგვმართოთ სამხატვრო
აკადემიის კანცელარიაში განცხადებით, ასევე წარადგინოდ თქვენი ნიშნების
ამონაწერი, კრედიტებს მითითებით თქვენი უმაღლესიდან.


4. წარმოდგენილი ამონაწერის და განცხადების საფუძველზე ფაკულტეტის ხარისხის
სამსახური განიხილავს თქვენს საკითხს და იმ შემთხვევაში თუ დადგინდა თქვენს
მიერ გავლილი საგნების კრედიტების 25 %-იანი შესაბამისობა თქვენთვის სასურველ
პროგრამასთან, თქვენ მოგეცემად უფლება გაიაროთ კონკურსი გამოცდის სახით,
რომელიც სხვადასხვა ფორმისაა გამომდინარე პროგრამაზე ჩარიცხვის
წინაპირობიდან.


5. გადმოსასვლელი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თქვენ უფლება
მოგეცემად სწავლა განაგრძოდ თსს აკადემიის სასურველ პროგრამაზე დადგენილი
შესაბამისობის მიხედვით შესაბამის კურსზე.
შენიშვნა: სახელმწიფო გრანტი მიბმულია სტუდენტზე, შესაბამისად ის
გადმოგყვებად.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
E-mail: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge
ან ცხელ ხაზზე : 2 93 68 89