GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
განცხადებები
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის განცხადება

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მიზანშეწონილად მიიჩნევს, კომენტარი გააკეთოს ქააალბატონ ლუიზა ლაფერაძის ცილისწამებაზე, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „რეალური სივრცე“-ში გააკეთა. მისი თქმით,  2007 წელს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ბატონი გია გუგუშვილის მითითებით, ერთი სველი წერტილის სერემონტო სამუშაოებში გაიხარჯა 20000 ლარის ოდენობის თანხა. აღნიშნული ბრალდება არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ვინაიდან, ეს სარემონტო სამუშაოები ჩაატარა ადმინისტრაციამ, ადმინისტრაციული ხარჯებით, რაც იყო დარღვევა და სწორედ ამიტომ ეს გახდა ადმინსტარციის ხელმძღვანელის ირაკლი ფაჩულიას ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი. ამის ინიციატორები იყვნენ სწორედ ბატონი გია გუგშვილი და სახვითი ფაკულტეტის პროფესურა. შემდგომ ფინანსურმა პოლიციამ დეტალურად გამოიძია ეს საკითხი და რიგი ადმინისტრაციული თანამშრომლები სისხლის სამრთლის პასუხისგებაში მიეცენ სამხატვრო აკადემიის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო. აღნიშნულ საკითხებთან გია გუგშვილის სახელის დაკავშირება არის მიზანმიმართული ცილისწამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.