GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
განცხადებები
სწავლის საფასურის გადახდის ახალი სისტემა

გაცნობებთ, რომ სამხატვრო აკადემიაში დაინერგა გადახდის ბილინგ სისტემა, რომელი ჩართულია როგორც ბანკებში ასევე სწრაფი გადახდის აპარატებში, (TbcPay, PayBox) ეს ბილინგ სისტემა მიბმულია აკადემიის ელექტრონულ სასწავლო სისტემასთან. 
დღეიდან სწავლის საფასურის გადახდისათვის საჭიროა მხოლოდ თქვენი (სტუდენტის) პირადობის მოწმობის "პირადი" ნომერი, გადახდილი თანხა ავტომატურად აისახება თქვენს ელექტონულ სისტემაში, ძალიან გთხოვთ, სწავლის საფასურის გადასახდელად აღარ გამოიყენოთ აკადემიის საბანკო ანგარიში, წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდილი თანხა ბაზაში ავტომატურად არ აისახება.

შენიშვნა: მეტი თვალსაჩინოებისათვის ბანკში სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში ოპერატორს თხოვეთ, რომ გნებავთ სწავლის საფასურის გადახდა პირადი ნომრით "კომუნალური გადახდების სისტემის მსგავსად".

გიგზავნით საგადამხდელო აგენტების ჩამონათვალს სადაც ამ ეტაპზე ჩართული სამხატვრო აკადემიის სერვისი:
· სს „თიბისი ბანკი“
· შპს „თიბისი ფეი“
· სს „ნოვა ტექნოლოჯი
· სს“ბანკი ქართუ“
· სს „სილქროუდ ბანკი“
· სს „კაპიტალ ბანკი“