GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
განცხადებები
კურსი კულტურის მენეჯერების პროფესიული განვითარებისთვის

კულტურის მენეჯერების პროფესიული განვითარება

კურსი ორგანიზებულია „სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის“ ფარგლებში. პროექტის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებს: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.

კურსი შექმნილია კარიერის საშუალო საფეხურზე მყოფი კულტურის სფეროს ინსტიტუციების პროფესიონალი თანამშრომლებისთვის, კურატორებისა და ხელოვნების სფეროში მომუშავე მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ გააძლიერონ თავიანთი შესაძლებლობები და შეიძინონ ახალი უნარები პროექტებისა და თანამშრომელთა გუნდის მართვის სფეროში რაც მათ დაეხმარება პროექტების განხორციელების დროს მეტი წარმატების მიღწევასა და ორგანიზაციის ეფექტურობის გაუმჯობესებაში.

კურსის შესახებ: კურსი შედგება სამი ინტენსიური ერთკვირიანი შეხვედრისგან, რომელიც გაიმართება თბილისში/საქართველოში 2016 წლის თებერვლის ბოლოს, აპრილსა და ივნისში. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე უშუალო პრაქტიკულ მუშაობას შერჩეული მონაწილეების მიერ შემოთავაზებული პროექტების კონცეფციების გასავითარებლად (პროექტები უნდა დასრულდეს 2016 წლის ბოლომდე). პროექტების განსახორციელებლად მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ფინანსური მხარდაჭერა მაქსიმუმ 2,300 შვეიცარული ფრანკის ოდენობით.

კურსის დროს განხილული იქნება შემდეგი თემები: პროექტის განვითარება იდეიდან, გუნდის შექმნა და თანამშრომლობის გაუმჯობესება, პროექტის მენეჯმენტი, კომუნიკაცია, მარკეტინგი, სტრატეგიული დაგეგმვა, პარტნიორების მოძიება და აუდიტორიის შექმნა-განვითარება, კერძო შემთხვევების ანალიზი.

კურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე რუსული თარგმანით. სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, რომ მონაწილეები კარგად ფლობდნენ ინგლისურ ენას.

განაცხადების შემოტანის წესი: მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV, მოკლე სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 200 სიტყვისა) და პროექტის კონცეფცია (არა უმეტეს 1,000 სიტყვისა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cumalab.com. კონცეფცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროექტის მიზნის, ხანგრძლივობის (პროექტი უნდა დასრულდეს 2016 წლის ბოლომდე), ძირითადი აქტივობებისა და შედეგების, სამიზნე ჯგუფების, პარტნიორების, შემსრულებელი ორგანიზაციის ან ინდივიდის შესახებ და პროექტის ბიუჯეტს. ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა წარმოდგენილი იქნას ინგლისურ ენაზე.

შერჩეულ კანდიდატებს უნდა შეეძლოთ დაესწრონ სამ ინტენსიურ ერთკვირიან შეხვედრას, რომელიც ჩატარდება თბილისში/საქართველო 2016 წლის თებერვლის ბოლოს, აპრილსა და ივნისში. მათ ასევე უნდა შეეძლოთ სესიებს შორის კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა და საშინაო დავალებების შესრულება.

კურსის ღირებულება: კურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს (მგზავრობა თბილისში და თბილისიდან, სასტუმრო, კვება და სასწავლო მასალები) ფარავს ორგანიზატორი.

განცხადების შემოტანის ვადა: ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 31 იანვარი, 24:00 საათი. მონაწილეების შერჩევა მოხდება თებერვლის პირველ კვირაში. წარმატებულ კანდიდატებს შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ 2016 წლის 7 თებერვლისთვის.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ორგანიზატორებთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cumalab.com ან ტელეფონის ნომერზე +995 555 23 15 77 (თამარ ჯანაშია, კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის აღმასრულებელი დირექტორი).