GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
განცხადებები
სამხატვრო აკადემიის კომენტარი გიორგი ეძგვერაძის განცხადებასთან დაკავშირებით.

სამხატვრო აკადემიასა და ბატონ გიორგი ეძგვერაძეს შორის მიმდინარე სასამართლო დავის ირგვლივ წარმოქმნილი აჟიოტაჟისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, საჭიროდ ჩავთვალეთ განვმარტოთ:სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩეული პროფესორების: გია გუგუშვილის, დავით ალექსიძის, მამუკა მიქელაძის და გიორგი გეგეჭკორის არჩევა კანონიერად არის მიჩნეული. ასევე კანონიერად არის მიჩნეული რექტორის არჩევნები. გადაწყვეტილების ეს ნაწილი საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. აკადემიას დაევალა ხელახლა განიხილოს მხოლოდ გიორგი ეძგვერაძის კანდიდატურა პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, თუმცა ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება აკადემიას არ მიუღია. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ აკადემიას ექნება შესაძლებლობა გაასაჩივროს იგი საკასაციო წესით, ან უარი თქვას შემდგომ გასაჩივრებაზე. გადაწყვეტილების ამ სახით კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, აკადემიამ უნდა განიხილოს მხოლოდ გიორგი ეძგვერაძის განცხადება და, შესაბამისად, საკონკურსო კომისიას ექნება შესაძლებლობა იმსჯელოს მხოლოდ ბატონი გიორგი ეძგვერაძის დამატებით პროფესორად არჩევის თობაზე.

 

ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ გაცნობებთ თსსა ვებ-გვერდისა და ფეისბუქის გვერდის საშუალებით.