შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისადა ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის „EaP Plus” შესრულებაში. პროექტის ერთერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ „საშუამავლო ღონისძიებებში“ და Horizon2020 სთვის განკუთვნილი საპროექტოგანაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის თვaლსაზრისით.
"EaP Plus" გრანტით გათვალისწილებული მობილობა მნიშვნელოვანი შესაძლებლომაა ქართველი როგორც ახალგაზრდა, ასევე, გამოცდილი მეცნიერებისთვის. შესაბამისად, გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ თქვენს ორგანიზაციაში, და ასევე, განათავსოთ თქვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
გრანტი გაიცემა ორ რაუნდად. პირველ რაუნდში განიხილებიან კანდიდატები, რომლებიც 2017 წლის 17 სექტემბრამდე აპირებენ ღონისძიებაში მონაწილეობას. შევსებულისაგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულადშემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: grdzelishvili@rustaveli.org.ge
წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:
• შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები
• ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნის დამადასტურებელისერტიფიკატის ან/და ჟურნალებში გამოქვეყნებული 2 ინგლისურენოვანი სტატიისდასკანერებული ვერსია;
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფონდის ვებ-გვერდს. http://rustaveli.org.ge/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%…/…/1532

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა