განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსი და სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო კონკურსი.
სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:
· საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული აუდიო-ვიზუალური მასალა (სიუჟეტი, რეპორტაჟი, კლიპი, ვიდეორგოლი და სხვ.);
· საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ბლოგი;
· საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული საჟურნალე/საგაზეთო მასალა.
სამეცნიერო თემაზე შექმნილ ფოტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:
· „სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო ნამუშევარი/სერია“;
· „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ამსახველი ფოტო ნამუშევარი“;
კონკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში და ფესტივალის ვებგვერდზე http://tbilisisciencefestival.ge/
სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტოკონკურსის პირობები:
სამეცნიერო თემაზე შექმნილ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:
• ნომინაცია– „სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო ნამუშევარი/სერია“;
• ნომინაცია– „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ამსახველი ფოტო ნამუშევარი“;
კონკურსანტები რეგისტრაციას გაივლიან მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (http://tbilisisciencefestival.ge), სადაც განთავსდება აპლიკაციის ელექტრონული ფორმა. ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელი იქნება 2017 წლის 17 ივლისიდან 1 სექტემბრის 24:00 საათამდე;
თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების ამსახველი 1 ფოტოსურათი ან რამდენიმე ფოტოსურათისაგან (მაქსიმუმ 5 ფოტო) შემდგარი სერია; ფოტოსურათი შესრულებული უნდა იყოს 2-5 მეგაბაიტი ზომის JPG ფორმატში.TIFF-ის ფორმატის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ მხოლოდ ეს უკანასკნელი.
კონკურსი მოიცავს ორ შესარჩევ ეტაპს. პირველ ეტაპზე გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრები მომზადდება საექსპოზიციოდ და გამოიფინება სამეცნიერო ფესტივალის მსვლელობის დროს.
ფოტოები შეფასდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:
• თემასთან შესაბამისობა
• შემოქმედებითობა
• ტექნიკა.
კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კონკურსანტს გადაეცემა ფულადი ჯილდო 1000ლარი.
სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსის პირობები:
სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსი უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს;
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:
• საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული აუდიო-ვიზუალური მასალა (სიუჟეტი, რეპორტაჟი, კლიპი, ვიდეორგოლი და სხვ.);
• საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ბლოგი;
• საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული საჟურნალე/საგაზეთო მასალა.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ამსახველი ნამუშევარი. თითოეულ ნომინაციაში შესაძლებელია მხოლოდ ერთი საკონკურსო ნამუშევრის წარმოდგენა. ნომინაციებში „საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ბლოგი“ და „საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული საჟურნალე/საგაზეთო მასალა“ მიიღება ინდივიდუალური, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული აუდიო-ვიზუალური მასალა“ მიიღება ინდივიდუალური ან ჯგუფური განაცხადები.
თითოეულ ნომინაციაში წარმოდგენილი ნამუშევრების საფუძველზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული კონკურსანტი/ჯგუფი.
კონკურსანტები რეგისტრაციას გაივლიან მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (http://tbilisisciencefestival.ge), სადაც განთავსდება აპლიკაციის ელექტრონული ფორმა. ნამუშევრების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება 2017 წლის 17 ივლისიდან 1 სექტემბრის 24:00 საათამდე;
ბ) კონკურსში წარმოსადგენი ნამუშევრების მაქსიმალური მოცულობა:
• სამეცნიერო-პოპულარული აუდიო-ვიზუალური მასალა - 10 წუთი.
• სამეცნიერო-პოპულარული ბლოგი - 1000 სიტყვა
• სამეცნიერო-პოპულარული საჟურნალე/საგაზეთო მასალა - 1000 სიტყვა;
გ) კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები:
ნომინაციაში „საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული აუდიო-ვიზუალური მასალა“ გამარჯვებულ კონკურსანტს/კონკურსანტ ჯგუფს - 1500 ლარი.
ნომინაციაში „საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ბლოგი“ გამარჯვებულ კონკურსანტს - 500 ლარი;
ნომინაციაში „საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული საჟურნალე/საგაზეთო მასალა“ გამარჯვებულ კონკურსანტს - 500 ლარი.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა