GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
ლადო ბეროზას პროექტი

ლადო ბეროზა იწყებს ვორქშოპების სერიას, თანამედროვე ხელოვნების მულტიმედიური გააზრების მიზნით. იგი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სტუდენტებს გააცნობს თანამედროვე ტენდენციებს სახვით ხელოვნებაში, და ასევე, ჩართავს მათ ერთობლივ პრაქტიკულ სამუშაოში, სხვადასხვა მედიების ათვისებისა და მასალების თავისებურებების შესწავლის პროცესში. სტუდენტებთან ურთიერთობა იქნება როგორც ჯგუფური ხასიათის , ასევე, ინდივიდუალურიც. პროექტის მიზანია ახალგარზდა მხატვრებს გაუღრმავდეთ ცოდნა თუ როგორ მუშაობენ ევროპულ სახელოვნებო სასწავლებლებში თავისუფალ სახელოსნოებში, თუ როგორ იქმნება თანამედროვე ხელოვნების ნამუშევარი. ახალგაზრდა მხატვრებს მიეცემათ შესაძლებლობა აითვისონ და გაიაზრონ მრავალფეროვენი მედიუმები, რომელსაც თანამედროვე ხელოვნება მათ საკუთარი ხედვისა და ინტერესების გამოსახატავად სთავაზობს; დასძლიონ სტერეოტიპული ხედვა რომელიმე „პრიორიტეტული მედიის“ შესახებ; დაეუფლონ უნარს შეინარჩუნონ თავისუფლება და თავისთავადობა საერთო სახელონოს პრინციპით მუშაობის პროცესში. 

 

სამუშაო პროცესი შედგება აქტიური და პასიური ეტაპებისგან: აქტიური - თვე, როცა ლადო ბეროზა სტუდენტებს ხვდება სახელოსნოში და ერთად მუშაობენ; ხოლო პასიური - ყოველი მეორე თვე, როცა ლადო ბეროზას მიერ მიცემულ დავალებაზე ფიქრობენ, დამოუკიდებლად მუშაობენ, და საჭიროების შემთხვევაში ხვდებიან პედაგოგს ან მის ასისტენტებს.

 

პერიოდულად, ლადო ბეროზა და ჯგუფი უმასპინძლებენ სხვადასხვა არტისტებს და თეორეტიკოსებს, მათ შორის, სამხატვრო აკადემიის პედაგოგებს. პროექტი დასრულდება დასკვნითი გამოფენით. 11 თვის განმავლობაში შესაძლოა გაიმართოს პატარ-პატარა გამოფენები და აქციებიც. 

 

 

პროექტი ლადო ბეროზასა და პოტენციური მონაწილეების გასაუბრებით დაიწყება. გამოფენის დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტში მონაწილე სტუდენტები, და ამით მიიღებენ საკუთარი ხელოვნების პრეზენტაციისა და მენეჯმენტის გამოცდილებას. ეტაპობრივად მოხდება პროექტის დოკუმენტაციის მომზადება. ფოტო-ვიდეო მასალის მოგროვება და პუბლიკაციების მომზადება.