GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
პოლონელი კურატორის Monika Szewczyk -ის პროექტი თსს აკადემიის სტუდენტებისათვის

21-26 ოქტომბერი, 2013.

პროექტი შედგება პრეზენტაციებისა და ვორქშოფისაგან, ცნობილი ქართველი, უკრაინელი და პოლონელი ხელოვანების მონაწილეობით: Anna Łazar, Elżbieta Jabłońska, Jirij Kruczak and Julia Kisielova, ჯგუფი - Boulion .

21 – 22 ოქტომბერი, Elzbieta Jablonska – ლექცია და პრეზენტაცია - ინტერმედიური ხატვის აქტივობების დოკუმენტირება: თემა „ძალადობა“ (“Violation”), რომელიც ეხება ძალადობას სივრცეზე, იდეაზე, უხილავ ძალადობას...

23-24 ოქტომბერი, ჯგუფი Boulion, პრეზენტაცია საკუთარი ინსპირაციებისა და გამოცდილების შესახებ სოციალურ თემებთან კონტექსტში.

 

25-26 ოქტომბერი, Yurij Kruchak და Julia Kostereva-ის პრეზენტაცია და ვორქშოფი:

პრეზენტაციის თემა „გააკეთე შენით-გავაკეთოთ ერთად“ (Do It Yourself – Do It Together).

ვორქშოფის თემა: „ლოკალური არის ახალი გლობალური“

პროექტი ეხება კოოპერაციასა და აუდიტორიის ჩართულობას საჯარო სივრცეში.

 

პრეზენტაციის მონახაზი (ხანგრძლივობა 90 წთ.): „გააკეთე შენით-გავაკეთოთ ერთად“ (Do It Yourself – Do It Together)

ეს არის მიმოხილვა 6-წლიანი გამოცდილებისა, რომელიც შევიძინეთ დამოუკიდებელი არტ პლატფორმის „ღია ადგილი“ (Open Place) შექმნისას. „გააკეთე შენით-გავაკეთოთ ერთად“ -ეს არის ფერადოვანი ქსოვილი, შექმნილი საუკეთესო კონცეპციებისა და ექსპერიმენტების მაგალითებისგან, იმ პროექტებისა და აქტიობებისგან, რომლებიც შედგა შვეიცარიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კორეასა და უკრაინაში. ეს გარკვეულწილად, არის ანალიზი ინტერაქციებისა და კავშირებისა ხელოვანებს შორის, სხვადასხვა გაერთიანებებს შორის დასავლეთსა და არმოსავლეთ ევროპაში. „გააკეთე შენით-გავაკეთოთ ერთად“ -ეს იქნება სტრატეგიებისა და ტაქტიკის ანალიზი, რათა გავარკვიოთ თუ როგორ შეიძლება მოხდეს არტის, მისი ფორმების და არსის პროექცირება საჯარო სივრცის პირობებში.

 

ვორქშოფის „ლოკალური არის ახალი გლობალური“ მონახაზი (ხანგრძლივობა 240 წთ)

ვორქშოფის მიზანია ლოკალური აუდიტორიის არტისტულ და სოციალურ პროცესებში ჩართვის შესაძლო გზების იდენტიფიცირება.

ვორქშოფის ამოცანებია:

1. გამოვავლინოთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, რომლების მანამდე არ იყვნენ ჩართულნი არტისტულ პროცესში
2. გამოვავლინოთ მნიშვნელოვანი პრობლემები ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის
3. გამოვავლინოთ საჯარო სივრცის ადგილები, სადაც შეიძლება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების გაერთიანება
4. დავადგინოთ ინტერაქციის შესაძლო ტაქტიკა და სტრატეგია ადგილობრივ აუდიტორიასთან.
5. შევქმნათ რეკომენდაციები ხელოვანებისა და კურატორებისათვის, ვისაც სურთ ადგილობრივი აუდიტორია აქციონ თავიანთ თანამშრომლებად და დამხმარეებად


ვორქშოფის სტრუქტურა: მონაწილეები იმუშავებენ რამდენიმე ფოკუს-ჯგუფში (3-5 ადამიანი თითო ჯგუფში), რომლებიც ერთად შექმნიან გარკვეულ წყობას 3 კატეგორიის ბარათების გამოყენებით (პოტენციური „პრობლემები“, „ადგილები“ და „სოციალური ჯგუფები“), და ააგებენ კავშირებს კომპონენტებსა და წყობას შორის. შემდეგ, თითოეული ფოკუს-ჯგუფის წარმომადგენლები აუხსნიან სხვებს თავიანთი ჯგუფის არჩევანს. ამის შემდგომ კი, ვორქშოფის მოდერატორები წარმოადგენენ ბარათების შემდეგ 2 კატეგორიას - „მოვლენები“ (სოციალური აქტივობა, რომლის გარშემოც შემოიკრიბებიან ადამიანები) და „აქტივობა“ (პროფესიული აქტივობა, მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ინტერაქციისთვის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან). მონაწილეებს მოვუწოდებთ, საჭიროებისამებრ, შეიტანონ თავიანთი წვლილი კატეგორიებში „მოვლენები“ და „პროფესიული დასაქმება“. მონაწილეები კოლექტიურად გაუკეთებენ ინტერპრეტაციას თუ რომელი მოვლენა და სტარტეგია (ერთი ან რამდენიმე) და როგორი სახით შეიძლება დაეხმაროს მათ არტისტულ პროცესში ადამიანების ახალი ჯგუფების ჩართვაში.

მონაწილეებს მოეთხოვებათ გააჩნდეთ არტისტული პროცესებისადმი ინტერესი და იყვნენ ღია კრეატიული დიალოგისთვის.
ჩვენ თითოეულ მონაწილეს ვტხოვთ გააკეთონ იმ პრობლემის, ადგილის და სოციალური ჯგუფის იდენტიფიცირება, რომლებიც აისახებ ლოკალურ კონტექსტშიც და ასევე რელევანტურია საერთაშორისო დონეზეც.