ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები ლანდშაფტის, გამწვანების, ენერგოეფექტურობის, არქიტექტურის და მონათესავე სფეროებიდან.
ფორუმის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარონ გამოცდილება და გააცნონ ერთმანეთს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, სიახლეები აღნიშნულ სფეროებში. ღონისძიება ხელს შეუწყობს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი სამომავლო გეგმების განვითარებას.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვევით, ფორუმის ორივე დღეს, დამსწრე საზოგადოებასა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იტალიელი ლანდშაფტის არქიტექტორი - მარიო ბონიჩელი. მას მსოფლიო მასშტაბით უკვე აქვს განხორციელებული 500-მდე პროექტი, არის ავტორი არაერთი სტატიისა და წიგნის. იტალიის ქ. ბერგამოში, 2007 წელს დააარსა არქიტექტორთა ასოციაცია, რომელიც დღეს ატარებს ,,ბონიჩელი და პარტნიორების’’ სახელს.
ფორუმზე ასევე მოწვეულნი არიან:
ლანდშაფტის სპეციალისტი - ელენა მარკიტანტოვა. იგი ევროპის მასშტაბით არის ავტორი არაერთი პროექტისა, პეტერბურგის ერთ-ერთი პოპულარული ლანდშაფტის ჟურნალის ჟურნალისტი. აქტიურად არის ჩართული სიახლეებში, ღონისძიებებში და სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში. უკრაინიდან და რუსეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ელენა წარუძღვება ერთ-ერთ ყველაზე აქტულური თემის განხილვას - თანამედროვე ტენდენციები ლანდშაფტისა და გამწვანების დარგებში.
მაქსიმ ცარევი - უკრაინა - LLC Aquastrum -ის დირექტორი.
დმიტრი სტელმახი - უკრაინა - LLC Gulfstream - ის დირექტორი
ოლენა კრავეცკა- უკრაინა - GardenLight Studio - უკრაინა/დამაარსებელი, Epstein-Design Outdoorlighting - გერმანია/წარმომადგენელი, Denk-Keramik - გერმანია/წარმომადგენელი, Promosnastka Ltd უკრაინა - წარმომადგენელი.
ფორუმის პირველი დღე გაიმართება ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის - პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისის საკონფერენციო დარბაზში.მთლიანი დღე დაეთმობა მოწვეული სტუმრების მოხსენებებსა და დისკუსიებს. ხოლო მეორე დღეს - 9 მაისს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მარიო ბონიჩელის ხელმძღვანელობით ჩატრდება მასტერკლასი და დისკუსია. ამავე დღეს მოეწყობა გასვლითი ღონისძიებები თბილისის მასშტაბით.
ფორუმზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი ამ სფეროებით დაინტერესებული პირებისათვის.ფორუმის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ‘Triumph-Landscape’, ‘წავკისის სახლი’, USAID საქართველო, GBC Georgia-მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველოში, Winrock International Georgia, ‘Graphic design’, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნება’’.
ფორუმის განრიგი - 8 მაისი
დღის წესრიგი
10:30 – 11:00 რეგისტრაცია
11:00 – 11:15 მისასალმებელი სიტყვა, თინათინ ხიმშიაშვილი
11:15 – 11:30 მისასალმებელი სიტყვა (პარტნიორი) პროკრედიტ ბანკის წარმომადგენელი
11:30 – 11:50 ნინო ღაღანიძე: ________________________
11:50 – 12:20 USAID Georgia, ინგა ფხაკაძე: ,,მწვანეშენობა’’.
12:20 - 12:50 თ. ბოლოთაშვილი: ______________________
12:50 – 13:20 პროკრედიტ ბანკი, პრეზენტაცია (ჩართულობა ეკო-პროექტებში)
13:20 – 13:30 პროკრედიტ ბანკი, ,,მწვანე სესხი’’ (მომხმარებელი)
13:30 – 14:30 შესვენება / ლანჩი
14:30 – 15:00 GBC Georgia- მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველოში - მწვანე მშენებლობა
15:00 – 16:00 ელენა მარკიტანტოვა - GALA-ს მოწვეული ექსპერტი: ,,მსოფლიოს თანამედროვე
ტენდენციები გამწვანებისა და ლანდშაფტის სფეროში’’, დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან ერთად უკრაინიდან.
16:00 – 16:50 მარიო ბონიჩელი - მოწვეული ლანდშაფტის არქიტექტორი იტალიიდან თემით: ,,გამწვანება ურბანულ სივრცეში’’
16:50 – 17:00 დისკუსია
17:00 – 17:15არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი: ,,ძველი თბილისის გამწვანება’’.
17:15 – 17:30 ლანდშაფტის არქიტექტორი გულიკო ქარუმიძე თემით: ,,თბილისის ლანდშაფტი’’
17:30 – 18:00 თინათინ ხიმშიაშვილი ,,საზოგადოების როლი ჯანსაღი/მწვანე გარემოს შექმნაში’’
18:00 – 18:15 პროკრედიტ ბანკის წარმომადგენელი (სამომავლო გეგმები გამწვანების სფეროში)
18:15 – 18:30 შეჯამება, თინათინ ხიმშიაშვილი
ფორუმი 9 მაისი
დღის წესრიგი
11:00 – 13:00 მარიო ბონიჩელის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და შეხვედრა სტუდენტებთან.
13:00 – 14:00 დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან ერთად (იტალია, უკრაინა, რუსეთი) სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით.
14:00 – 15:00 შესვენება/ლანჩი
15:00 – 17:00 გასვლითი ღონისძიება თბილისის ბოტანიკურ ბაღში.
17:00 – 19:00 ექსკურსია ძველ თბილისში.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა