GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
საერთაშორისო ფორუმი "მწვანე დღეები საქართველოში"

 

საერთაშორისო ფორუმი ,,მწვანე დღეები საქართველოში’’

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის და საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია ‘’გალა’’-ს ორგანიზებითა და ინიციატივით 2015 წლის 8-9 მაისს ქ. თბილისში პირველად გაიმართა საერთაშორისო ფორუმი ,,მწვანე დღეები საქართველოში’’. ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, და სხვა ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები არქიტექტურის, ლანდშაფტის, გამწვანების, ენერგოეფექტურობის და მონათესავე სფეროებიდან.

მონაწილეები:

1. თინათინ ხიმშიაშვილი - დოქტორი. სამხატვრო აკადემიის ლანდშაფტის არქიტექტურის მაგისტრატურის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ლანშაფტის არქიტექტურის "გალას" პრეზიდენტი

2. გიგა ბათიაშვილი. აკადემიკოსი არქიტექტორი. თსსა პროფესორი

3. გულნარა ასათანი. აკადემიკოსი. ლანდშაფტის არქიტექტორი. თსსა მოწვეული პროფესორი

4.  თემურ ბოლოთაშვილი - ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე

5. ინგა ფხალაძე- პროექტი  "დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამა", პროექტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

6. ლევან ხმიადაშვილი - პროკრედიტ ბანკის წარმომადგენელი

7. მარიო ბონიჩელი- ლანდშაფტის არქიტექტორი. იტალია

8.ირინა სავატაევა- ფესტივალი "ბაღები და ადამიანები"  პრეზიდენტი. რუსეთი

9. ელენა მარკიტანოვა- ბაღების დიზაინერი, ჟურნალისტი. რუსეთი

10. ეკატერინა პეტროვა - ბაღების დიზაინერი. რუსეთი

11. ოლიონა კრავეტსკა - ბაღების განათების სტუდია. უკრაინა

 

ფორუმს ასევე ესწრებოდნენ:  თბილსის ბოტანიკური ბაღის დირექტორი და თანამშრომლები. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის  სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლანდშაფტური არქიტექტურის ფაკულტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მებაღეობის კოლეჯის  სტუდენტები. ასევე,  თბილისის საშუალო სკოლების ეკო კლუბის წარმომადგენლები.

სტუმრები გაეცნენ მსოფლიოში მიმდინარე ლანდშაფტური არქიტექტურის პროცესებს. შეიმუშავეს მომავალი გეგმები და გამოთქვეს საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი.

ფორუმი მიზნად ისახავდა  ლანდშაფტური არქიტექტურით დაინტერესებული  საზოგადოებას გაუზიარონ გამოცდილება და გააცნონ ერთმანეთს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, სიახლეები აღნიშნულ სფეროებში. ღონისძიება ხელს შეუწყობს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი სამომავლო გეგმების განვითარებას.

 

 

 

ფორუმის განრიგი - 8 მაისი

დღის წესრიგი

 

10:30 – 11:00 რეგისტრაცია

11:00 – 11:20 მისასალმებელი სიტყვა, თინათინ ხიმშიაშვილი

11:20 – 11:50 მისასალმებელი სიტყვა (პარტნიორი) პროკრედიტ ბანკის წარმომადგენელი

11:50 – 12:10 ქ.თბილისის მერია, ბ-ნი ბიძინა გიორგობიანი

12:10 – 13:00დისკუსია: არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი და ლანდშაფტის არქიტექტორი გულიკო ქარუმიძე: ,,თბილისის ურბანული გარემო’’

13:00 – 13:30 ინგა ფხალაძე, პროექტი ‘დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამა’, პროექტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

13:30 – 14:30 შესვენება / ლანჩი

14:30 – 15:30 ელენა მარკიტანტოვა - GALA-ს მოწვეული ექსპერტი: ,,მსოფლიოს თანამედროვე

ტენდენციები გამწვანებისა და ლანდშაფტის სფეროში’’, დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან ერთად უკრაინიდან და რუსეთიდან.

15:30 – 16:10 მარიო ბონიჩელი - მოწვეული ლანდშაფტის არქიტექტორი იტალიიდან თემით: ,,გამწვანებაურბანულ სივრცეში’’

16:10 – 16:20 დისკუსია

16:20 – 16:35 ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი ბ-ნი თ.ბოლოთაშვილი

16:35 – 17:00 თინათინ ხიმშიაშვილი, ნათია კაპანაძე  ,,საზოგადოების როლი ჯანსაღი/მწვანე გარემოს შექმნაში’’

17:00 – 17:20 შეჯამება, თინათინ ხიმშიაშვილი

 

 ფორუმი 9 მაისი

დღის წესრიგი

 

11:00 – 13:00    მარიო ბონიჩელის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და შეხვედრა სტუდენტებთან.

13:00 – 14:00    დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან ერთად (იტალია, უკრაინა, რუსეთი) სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით.

14:00  –  15:00   შესვენება

15:00 – 17:00  გასვლითი ღონისძიება თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

17:00 – 19:00  ექსკურსია ძველ თბილისში.

 

 

 

 

 

306-ე აუდიტორია

გალერეა