GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
ილია ზაუტაშვილი ვენეციის ბიენალეზე

გამოფენაში “ნახტომი შეუცნობადში“ მიწვეულნი იყვნენ მხატვრები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 40 ნამუშევრით. სამხრეთ კავკასიიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან, პროექტში მხოლოდ საქართველო მონაწილეობს. 
„საზოგადოებრივი აზრი“ წარმოადგენს მულტიმედიურ ინსტალაციას - ფართო საუთაო მაგიდაზე მოთავსებულია ძველი უფუნქციო უთო, რომლის ფსკერზეც ფიქსირებულია მეტალის რელიეფური წარწერა ინგლისურად „PUBLIC OPINION”. საუთოო დაფას ფარავს ქსოვილი (ატლასი), რომელზეც დაბეჭდილია ადამიანთა ჯგუფების და აქტუალური, სოციალური და კულტუროლოგიური შინაარსის მქონე მონოქრომული ფოტო-კოლაჟი. ქსოვილი მაგიდიდან ეფინება იატაკს და ფარავს მის გარკვეულ ნაწილს. ნაჭრის ქვეშ, იატაკზე მოთავსებული ორი ძლიერი „ფენი“ აფრიალებს ქსოვილს.
კონცეფცია: საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება, თუმცა ვერ ახდენს რეალურ ცვლილებას, რადგან საზოგადოებრივი ინიციატივები ხშირად იკარგება სისტემისა და ყოველდღიურობის ლაბირინთებში.
ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გასტანს. „ნახტომი შეუცნობადში“ იმართება ვენეციის „გრანდ კანალზე“ მდებარე მე-15 საუკუნის სასახლეში - Palazzo Loredan dell’ Ambasciatore. განკუთვნილი.

გალერეა