GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
არქიტექტურის XIV მსოფლიო ტრიენალეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, არქიტექტურის XIV მსოფლიო ტრიენალეს "ინტერარხ- 2015" ფარგლებში გაიმართა სტუდენტური სადიპლომო პროექტების გამოფენა-კონკურსი. 6 ქვეყნიდან 80 პროექტი იყო წარდგენილი. საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით თბილისის აპ. ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის 6 სტუდენტის სადიპლომო პროექტებიდან ორმა მიიღო პრიზი:  

 

"ინტერარხ"-ის მე-2 პრიზი ვერცხლის მედალი და  საპატიო დიპლომი პროექტისთვის  "არქიტექტურის სკოლა" - სტუდენტი მარეხ გორგილაძე; ხელმძღვანელი: ბაია ჩხიკვიშვილი

 

"ინტერარხ"-ის ვერცხლის მედალი და  საპატიო დიპლომი და არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის სპეციალური პრიზი  - "books and WAM magazines" პროექტისთვის  "ქ. თბილისში საჯარო სარეკრეაციო -კულტურული სივრცე მდინარე მტკვრის სანაპიროზე "- სტუდენტი  ნიკა ბოჭორიშვილი; ხელმძღვანელი: ნანა ქუთათელაძე, ზურაბ ნემსაძე

გალერეა