GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
პრაღის კვადრიენალე

2015 წლის 18-28 ივნისს პრაღის კვადრიენალე - სცენოგრაფიის, სცენის დიზაინის, პერფორმანსისა და თეატრალური არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება, რომელიც 1967 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში. რიგით მეცამეტე ფესტივალის თემაა - „საერთო სივრცე: მუსიკა/ამინდი/პოლიტიკა (SharedSpace: Music Weather Politics). 2015 წელს პრაღაში დაგეგმილი მასშტაბური გამოფენა სერიოზული გამოწვევაა ახალგაზრდა თეატრის მხატვრებისათვის. მასში მონაწილეობა უნიკალური გამოცდილების შეძენისა და მათი მომავალი პროფესიული განვითარების საწინდარია. ამ ფესტივალის საშუალებით სტუდენტები შესძლებენ საერთაშორისო არტ-სცენაზე გაიტანონ საკუთარი ნამუშევარი, გაეცნონ ოთხი წლის განმავლობაში სცენოგრაფიის დარგში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს ნოვატორულ პროექტებს, მიღწევებს სცენის დიზაინის დარგში და მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებთან ერთად დასახონ დარგის განვითარების ახალი გზები.



აღსანიშნავია,რომ 2011 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა პრაღის კვადრიენალეში და ორი გამარჯვებული სტუდენტური პროექტი (კურატორები: ქეთევან შავგულიძე/გიგა ლაპიაშვილი), ბიენალეს ხელმძღვანელობის მიერ ფესტივალის პარალელურ პროგრამაში იქნა ჩართული და წარმატებით განხორციელებული, როგორც თეატრში, ასევე ღია ცის ქვეშ, პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე.



მონაწილეთა სია:



Curator: 
Ketevan Shavgulidze - PhD, Art Historian&Theoretician (Tbilisi State Academy of Arts; Professor, Grigol Robakidze University)

Project Coordinator: 
Barbare Aslamazashvili - Artist, Scenographer 
(Teacher, Tbilisi State Academy of Arts)

Designer of exhibition: 
George Lapiashvili (Associate Professor, Tbilisi State Academy of Arts)

Project Idea: 
Ketevan Shavgulidze, Avtandil Modebadze

Sound:
Nika Machaidze a.k.a. Nikakoi

Graphic design:
Nana Shoshiashvili

Team members: 

Giorgi Ustiashvili
Giorgi Kovziashvili 
Nino Tchankotadze
Mariam Mukeria 
Nana Merebashvili

გალერეა