GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი - Fest i Nova G-15.

15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფესტივალში დამოუკიდებელი ქართველი და უცხოელი მონაწილეების გარდა, ინდივიდუალური პროექტებით წარმოდგენილი იქნება ქართული თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მონაწილეობენ შემდეგი სტუდენტები: დათო ნარგიზაშვილი (ფერწერა IV კურსი), გიორგი ლაფაური (ფერწერა IV კურსი), გაიოზ ჯინჭარაძე (ფერწერა IV კურსი), ნატა ჯაშიაშვილი (ფერწერა IV კურსი), მარიამ სულაქველიძე (ფერწერა IV კურსი), ნუცა ესებუა, ნათია ბენაშვილი, მარიამ რუხაძე, ბექა ბუჩიაშვილი, მარიამ რამიშვილი, გულო რამიშვილი (ფერწერა მაგიტრატურის II კურსი), ხელმძღვანელი : ნიკო ცეცხლაძე. პედაგოგები: ილიკო ზაუტაშვილი და თინათინ ცხადაძე.

გარდა სამხატვრო აკადემიის მონაწილეობენ : CCA, არტისტერიუმი, პროექტი“არტიერიში“ VADS, , გალა გალერეა, ნექტარი, Arts councils Azerbaijan, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა.

გახსნის თარიღი : 19 სექტემბერი, შაბათი
დრო: 17:00
ადგილი : კასპის რაიონი ახალქალაქი, სოფელი გარიყულა

Fest i Nova 2015-ის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა არტისტების მიერ არტ ვილა გარიყულაში შექმნილი პროექტები. 
ქვეყნები: საქართველო, ამერიკა, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი - უელსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ირანი. 
Fest i Nova 2015 კონცეფცია: 
"G-15
ადამიანები გამუდმებით ცდილობენ დაძლიონ მიზიდულობის ძალა და გადაკვეთონ საზღვარი, რომელსაც გრავიტაცია ქმნის, თუმცა ამას ყველა სხვადასხვანაირად ახერხებს. ზოგი მთვარისკენ მიმართულ რაკეტაში ჯდომით, ზოგი ფორმულა 1-ის მანქანაში გასაოცარი სისწრაფის განვითარებით, ზოგი კი წარმოსახვაში, სიზმრებში, შემოქმედების პროცესში. ყველა ეს პროცესი ერთნაირად საინტერესოა, რადგან საერთო მიზანი ყველა მათგანში სხვადასხვანაირად მიიღწევა. 
ჩვენ ვიცით, რომ G-12 ის მაქსიმუმია, რასაც ადამიანის სხეული აჩქარებისას უძლებს და რაც, მაგალითად, კაფსულაში მჯდომ ადამიანს შეუძლია განავითაროს. თუმცა ადამიანის მიერ სიზმარში ან შემოქმედების პროცესში განვითარებული აჩქარების კოეფიციენტი გაზომვას არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვიცით რა არის G-ს მაქსიმუმი ადამიანის გონებისათვის. 
ამიტომ სიმბოლურად ვიღებთ G-15-ს, მდგომარეობას, როცა სხეულს აღარ შეუძლია გაუძლოს უფრო ძლიერ აჩქარებას, თუმცა გონება ითხოვს მეტს, როცა ადამიანი დგას ცნობიერისა და არაცნობიერის ზღვარზე.”

ფესტივალი გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე
დასწრება თავისუფალია!