არქიტექტურის ფაკულტეტის ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულების მაგისტრატურის ხელმძღვანელი თინათინ ხიმშიაშვილი 2015 წლის 5-20 სექტემბერს იტალიის ქალაქ ბერგამოში გამართულ ლანდშაფტის არქიტექტორთა საერთაშორისო შეხვედრზე მონაწილეობდა.
საქართველოდან მიწვეული იყო ორი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან: გარემოს დიზაინის III კურსის სტუდენტი ალექსი სოლომნიშვილი და ლანდშაფტური არქიტექტურის მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი ნათია კაპანაძე. შესარჩევი საკონკურსო ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად, ორივე სტუდენტმა მოიპოვა ნაწილობრივი გრანტი/დაფინანსება. საპატიო მიწვევით შეხვედრაზე
ღონისძიება შედგებოდა 2 ეტაპისაგან: ვორქშოფი და ფორუმი. 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შერჩეული 16 მონაწილე დაესწრო გერმანელი პროფესორის სტეფან ტიშერისა და იტალიელი პროფესორის ანაკატერინა პირასის მასტერკლასებს. ამასთანავე, გუნდური მუშაობის პრინციპით სტუდენტებმა შეიმუშავეს ქალაქ ბერგამოს ისტორიული ნაწილის ცენტრში მდებარე ორი მოედნის პროექტი/დიზაინი, რომლის პრეზენტაციაც ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტები თითოეული მოედნისათვის განხორციელდება მომავალი წლის სექტემბერში.
ნაყოფიერი და დატვირთული ორი კვირის განმავლობაში სტუდენტები და ხელმძღვანელი გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნებში ლანდშაფტის სფეროში მიმდინარე პროცესებს, თანამედროვე ტენდენციებსა და მიღწევებს. ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
იხ. მიმაგრებული ბმული
https://www.youtube.com/watch?v=PY3_W91mXUM&sns=fb

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა