პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი - ნინო მგალობლიშვილი.
პროექტის მენეჯერი - ხატია ნიკოლაიშვილი
სამოდელო სააგენტო Look Models
ფოტოგრაფი - Bakur Tvrinveli
ჟურნალი ,,OK”
პროექტის - საერთაშორისო ფეშენ-კონკურსის ITS (,,International Talent Support,,) მთავარი მიზანია საერთაშორისო არენაზე ნიჭიერ ახალგაზრდა დიზაინერთა მხარდაჭერა.
ITS ფეშენ-ჟიურის შემადგენლობა შედგება მოდის სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანებისა და მოდის კანონმდემბელთა ლიდერებისაგან. ITS ფეშენ-კონკურსის ფინალისტები კონკურსის გავლენიანი სპონსორებისა და პარტნიორების (სხვადასხვა ცნობილი მეგაკომპანიები, ასევე მაღალი რანგის სახელმიფო სტრუქტურები) მხარდაჭერით უერთდებიან გლობალურ საერთაშორისო დიზაინერთა გაერთიანებას. კონკურსის პრიზები წარმოადგენენ ჩვენი სტუდენტებისათვის მხარდაჭერის უნიკალურ შანსს, ვინაიდან გარდა მაღალი ფულადი პრიზებისა, სთავაზობენ სტაჟირებებსა და დასაქმებას ცნობილ ბრენდებში საერთაშორისო აღიარებულ ტალანტების გვერდით, შემდეგი წლის პროექტის showcase-ში მონაწილეობას. ამის გარდა მონაწილეეებს ელით სიურპრიზები, რომლებზეც წინასწარ არ საუბრობენ, მაგრამ, მოიაზრებიან, როგორც დიდ საერთაშორისო პროექტებში რჩეულ კონკურსანტთა ჩართვა.
ახალგაზრდა დიზაინერთა მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა სამხატვრო აკადემიის რექტორს გია გუგუშვილს, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს თინათინ კლდიაშვილს, ჟურნალ ,,OK”, სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ნინო ცქიტიშვილს.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა