GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
ვიზიტი ბილკენთის უნივერსიტეტში (თურქეთი)

2016 წლის 3 -7 აპრილს იგეგმება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის გია გუგუშვილის და სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ბილკენთის უნივერსიტეტში. პროექტი სასწავლო ინსტიტუციებს შორის 
თანამშრომლობის შესახებ ინიცირეებულია იუსუფ ფუატის და ალექსანდრა გაბუნიას მიერ. 
ვიზიტი განპირობებულია ორი მიმართულებით. პირველი მიმართულება: თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების თაობაზე. გაცვლითი პროგრამა ფინანსდება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ. სამუშაო ენა არის ინგლისური. ამ მიმართულების ფარგლებში გაიმართება რექტორ გია გუგუშვილის საჯარო ლექცია (Theme: Georgian art in post-Soviet space"), თამაზ ვარვარიძის ლექცია-ვორქშოპი (Theme: Visual codes of a poster) - მოდერატორი: მაია ქოიავა-ყიფიანი; დავით ალექსიძის ორდღიანი ვორქშოპი (Title: "Composition variations" ) . 
მეორე მიმართულება: გამოფენა „Different Vision”. მხატვრები: გ. გუგუშვილი, დ.ალექსიძე, თ. ვარვარიძე. კურატორი:ალექსანდრა გაბუნია.

ბილკენთის უნივერსიტეტში განათლების ფილოსოფია ემყარება მოძღვრებას: ვინც შეიძენს ცონდას, ის შეძლებს მის გამომუშავებასაც. კვლევა-ძიებები ბილკენთში მოიცავს ფართო სპექტრს ნანომეცნიერებებიდან და ნანოტექნოლოგიებიდან პოლიტიკურ მეცნიერებებამდე, ელექტრონიკიდან ეკონომიკამდე, ხელოვნებიდან მენეჯმენტამდე და ინდუსტრიულ ინჟინერიამდე, ფილოსოფიიდან კომპიუტერულ ინჟინერიამდე, უნივერსიტეტის აკადემიური შემადგენლობა უზრუნველყოფს ინტეგრირებულ გარემოს. 
ინგლისში გამომავალი ყოველ კვირეული ჟურნალის "Times Higher Education (THE)"-ს მიერ საუკეთესო მსოფლიოს 100 უნივერსიტეტს შორის ბილკენტის უნივერსიტეტი 28-ე ადგილას მოხვდა. 
http://w3.bilkent.edu.tr/bilkent/