პროექტში მონაწილეობას მიიღებს 24 სტუდენტი - 12 სტუდენტი ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტიდან და 12 სტუდენტი თბილისის სამხატვრო აკადემიიდან.
პროექტს უხელმძღვანელებენ ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორები. პროექტი განხორციელდება შავშვებში ლტოლვილთა დასახლებაში 2014 წლის 4 მარტიდან 14 მარტამდე.
ქართველი და შვეიცარელი სტუდენტები დასახლდებიან ლტოლვილთა დასახლებაში და 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ ერთობლივ პროექტებზე. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო და მობრძანდნენ გასაუბრებაზე 10 თებერვალს რექტორის აპარატთან (გრიბოედოვის ქ. #22)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთთსსა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს 10 თებერვლამდე და ჩაეწერეთ სიაში.
საკონტაქტო პირი - ნუკა ჩხარტიშვილი ტელ. (+995 32) 293 68 80 nuka.chkhartishvili@art.edu.ge
პროექტის შესახებ:
2012 წელს განხორციელდა მსგავსი პროექტი სოფელ ხურვალეთში (საზაფხულო ბანაკი ხურვალეთში). პროექტში მონაწილეობდნენ თსსა ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტები და ციურიხის უნივერსიტეტის სახვითი და მედია ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტები, რომლებიც გაერთიანდნენ 4-5 კაციან ჯგუფებად. 10 დღიანი პროექტის ფარგლებში შეიქმნა ერთობლივი ნამუშევრები (ინსტალაცია, ქანდაკება, მხატვრობა, ტექსტილი, ვიდეო, ფოტო და სხვ.).
2014 წლის პროექტის მთავარი თემებია:
სახელოვნებო პროქტების / ნამუშევრების შექმნა კონფლიქტურ რეგიონებში
სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე და განსხვავებულ პირობებში მცხოვრები ადამიანების თანამშრომლობა
ხელოვნებისა და სახელოვნებო ტრადიციების განსხვავებული აღქმა
და სხვ..
პროექტის მხარდამჭერია ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტი (ZHdK), ფონდი „არტასი“ (artasfoundation) და თსსა.
პროექტის მონაწილეები უზრუნვეყოფილი იქნებიან: საცხოვრებლით (სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ფონდი არტასი 10 დღით იქირავებს სახლებს სოფ. შავშვებში, ლტოლვითა დასახლებაში) საკვებითა და ტრანსპორტით, ასევე აუცილებელი სამუშაო მასალით.
2012 წლის პროექტის ამსახველი ფოტოები:

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა