GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
აკადემიის სტუდენტური თეატრის გასტროლები გერმანიაში

ჯოზეფ ჰიპის სახელობის თოჯინების თეატრის დასი, რომელიც შედგება სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის თეატრის მხტვრობის სპეციალობის სტუდენტებისგან პროფესორ გიგა ლაპიაშვილის ხელმძღვანელობით, 20 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მორიგ საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

ჰიპის კომპანიის ჯგუფსა და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჯოზეფ ჰიპის სახელობის თოჯინების თეატრი პროფესორი კლაუს ჰიპის მოწვევით ყოველ ზაფხულს მიემგზავრება გერმანიაში და სპექტაკლებს მართავს ბავარიის სხვადასხვა ქალაქში.

ამჯერადაც, სპექტაკლი სახელწოდებით "გედების ტბა" ექვს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. დასკვნითი სპექტაკლი ჩატარდა მიუნჰენის ხელოვნების სახლში. http://www.kuenstlerhaus-muc.de/…/2016-06-30Pressemitteilun…

ვულოცავთ აკადემიის სტუდენტებს კიდევ ერთ წარმატებას.

 

http://www.hallertau.info/index.php?StoryID=559&newsid=94854

გალერეა