2014 წელს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ფერარას უნივერსიტეტს (იტალია) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ორი უორქშოფი იტალიაში სადაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილება და მოეწყო ფერარას უნივერსიტეტის თანამშრომლების რამოდენიმე ვიზიტი თსს აკადემიაში.
2016 წლის 7 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე ტარდება თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის, არქიტექტურის ფაკულტეტისა და ფერარას უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ერთობლივი, საერთაშორისო ვორქშოფი თბილისში, რომლის თემაა: „ურბანული ქსოვილის განვითარება - მირზა შაფის ქუჩის მაგალითზე“, სადაც მონაწილეობას იღებენ თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ფერარას უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები.
ვორქშოფის მიზანია თანამედროვე მიდგომების, ურბანული დაგეგმარების/დიზაინის და რესტავრაცია-კონსერვაციის პრინციპების გათვალისწინებით, შემუშავდეს კონცეფცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ისტორიულ ქსოვილში ახალი სიცოცხლის შეტანაზე.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა