GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
2016 წლის შემოდგომის საერთაშორისო აქტივობები

8-10 სეტემბერი,  თსს აკადემიისა და კ. კეკელიძის სახ. სახელმწიფო ხელნაწერთა ინსტიტუტის  დელეგაცია საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონსორციუმის პარტნიორის სტატუსით მიწვეული იყო სერბეთის,  ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე გამართულ კონფერენციაზე დოქტორანტურის სტუდენტებისთვის და  დოქტორანტურის ახალი კურსდამთავრებულისთვის „მიგრაციები ვიზუალურ კულტურაში“. შედგა მოლაპარაკება და შეთანხმება რომ 2017 წლის 28-30 სექტემბერს დოქტორანტების კონფერენცია გაიმართება თბილისში -თსს აკადემიისა და კ. კეკელიძის სახ. სახელმწიფო ხელნაწერთა ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით.

 

7 სექტემბერი - 18 სექტემბერი -   2014 წელს  თსს  აკადემიასა და ფერარასუნივერსიტეტს (იტალია) შორის გაფორმებული მემორანდუმის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ორი უორქშოფი იტალიაში  აკადემიის სტუდენტების  მონაწილეობით და მოეწყო ფერარას უნივერსიტეტის თანამშრომლების რამოდენიმე  ვიზიტი თსს აკადემიაში.  ამჯერად, ტარდება რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის, არქიტექტურის ფაკულტეტისა  და  ფერარას უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ერთობლივი, საერთაშორისო უორქშოფი თბილისში „ურბანული ქსოვილის განვითარება - მირზა შაფის ქუჩის მაგალითზე“, სადაც მონაწილეობას იღებენ თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ფერარას უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები.

 

24-27 სექტემბერი,  თსს აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დ. ალექსიძე ბიენალეს საერთაშორისო კომისიის წევრის სტატუსით მიწვეულია ბულგარეთში,  სოფიის საერთაშორისო სტუდენტურ ბიენალეზე, სადაც მონაწილეობას იღებენ ქართველი სტუდენტები.

 

10-16 ოქტომბერი, თსს აკადემიასა და ლატვიის, ვილნიუსის ლატვიის კულტურის უნივერსიტეტის კულტურის კოლეჯთან გაფორმებული ერაზმუს+ -ის სტუდენტთა და პერსონალის მობილობის ხელშეკრულების ფარგლებში და თანამშრომლობის მე-2 გაცვლით ეტაპზე, თსს აკადემიას ეწვევა საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი და კულტურის მენეჯმენტის სპეციალობის  პროფ. Gita Seņka

 

2-6 ნოემბერი - თსს აკადემიასა და თურქეთის, ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მე-2 გაცვლით ეტაპზე თსს აკადემიას ეწვევა სახნითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი-Ayhan Altintas და პროფესორები-Dominique Texgor და Ekin Kilic.  გაიმართება მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის პროექტების შესახებ,  პროფესორები კი ჩაატარებენ ლექციას,  და ასევე, ვორქშოფს, რომელიც არტისტერიუმის ფარგლებში გაიმართება.  

 

28 ნოემბერი-2 დეკემბერი,  გაფორმდა ერაზმუს+ -ის სტუდენტთა და პერსონალის მობილობის ხელშეკრულება ესპანეთის, ბალეარსის უნივერსიტეტთან - Escola d'Art i Superior de Disseny de les Illes Balears, რომლის ფარგლებში  თსს აკადემიას ეწვევა უნივერსიტეტის დირექტორი, პროფესორი - Maria F. Abando Olaran და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის  უფროსი და ერასმუსის კოორდინატორი, პროფესორი  -Maria del Pilar Rovira Serrano

 

19-20 დეკემბერი, საქართველოში ჩინეთის საელჩოს მოწვევით თსს აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრება ჩინეთის ცენტრალური უნივერსიტეტის დელეგაცია. შედგება მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ 

 

გაფორმდა ერაზმუს+ -ის სტუდენტთა და პერსონალის მობილობის ხელშეკრულება ავსტრიის,  გრაცის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან - FH JOANNEUM University of Applied Sciences, რომლის ფარგლებში განხორციელდება არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლები მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტებისთვის. არქიტექტურის ფაკულტეტზე გამოცხადდა  სამაგისტრო მე-2 კურსის სადიპლომო თემაზე მომუშავე სტუდენტების შერჩევა.

 

გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საფრანგეთის, ნიცის უმაღლეს დიზაინის სკოლასთან - The Sustainable Design School, რომელიც მოიცავს სტუდენტთა გაცვლის, ვორქშოფების, სემინარების, მასტერკლასების პროექტების ორგანიზებას.