20-21 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 17-25 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ( გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გორი, საქართველო), ჯანიქ ბაშარის უნივერსიტეტი (სამსუნი, თურქეთი), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე, საქართველო), კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი)), ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ''ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016).
ღონისძიებაში 100-მდე გამომსვლელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ასევე, ირანიდან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან.
კონფერენციაზე ძირითადი მომხსენებელის რანგში წარდგა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით ალექსიძე;
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ :
1. ნინო მგალობლიშვილი - დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
„ტანსაცმლის მოხმარება პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოების სტრატიფიკაციის
კონტექსტში“
2. კლარა ინგა ქარაია - რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი
„კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია სამხრეთ კავკასიის მუზეუმებში“
3. მაია იზორია - რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი
„ხელოვნებათა სინთეზის იმელის შენობის შიდა სივრცის არქიტექტურულ-მხატვრულ სახეში“

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა