სტუდენტებისთვის - საერთაშორისო პლენერი და გამოფენა ერევანში
ერევნის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 16-20 ნოემბრამდე, იწვევს სტუდენტებს საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მოიცავს მასტერკლასს, პლენერს და ერთობლივ გამოფენას ერევანში და მიზნად ისახავს ევროპის სხვადასხვა სამხატვრო უმაღლესი სასწავლებლებიდან ახალგაზრდა ხელოვანების გაერთიანებას.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 35 სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან წარდგენილი ხუთი აპლიკანტი -სტუდენტის განაცხადს განიხილავს საერთაშორისო პლენერის ორგანიზატორთა საბჭო და მონაწილეთა ვინაობას გვამცნობენ 20 ოტომბრამდე.
სასომხეთში ცხოვრების, კვების და შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს, ასევე საჭირო ინვენტარით (ტილოები, საღებავები და ა.შ) მომარაგებას უზრუნველყოფს ერევნის სამხატვრო აკადემია. მგზავრობის ხარჯს აანაზღაურებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
მსურველებმა წარადგინეთ თქვენი პორტფოლიო სახვითი ხელოვნების დეკანატში. განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.
დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: თსაა სტუდენტური საკარიერო სერვისის მენეჯერი - თათა ქარსელაძე 551-38-55-44

კატეგორიები
განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა