GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად".

ქ. თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის "შემოქმედებითი საქართველო: კულტურა და შემოქმედება ინოვაციისა და განვითარებისთვის" ფარგლებში 
მიმდინარე წლის 29 -30 სექტემბერს, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად". 
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ : განათლების, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სექტორში მომუშავე უწყების წარმომადგენლები ,ქართველი მკვლევარები, მოქმედი სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტები. 
სამხატვრო აკადემიიდან მოხსენებით თემაზე „დიზაინ-განათლების როლი კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიების განვითარების პროცესში’’ წარსდგა ასოცირებული პროფესორი ნინო მგალობლიშვილი
კონფერენციის ორგანიზატორი - (ა)იპ "შემოქმედებითი საქართველო"
პარტნიორები : თბილისის საკრებულო, ევროკავშირისა და აღმოსავლეთის ევროპის კულტურისა და შემოქმედების პროგრამა, თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შემოქმედებითი ევროპის საქართველოს ოფისი
კონფერენციის მოდერატორები : თამარ ტალიაშვილი - თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავჯდომარე, ზვიად მჭედლიშვილი - ა(ა)იპ "შემოქმედებითი საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი.
მომხსენებლები :
ნინა ხასიტანი, თბილისის მერის მოადგილე - თბილისის შემოქმედებითი ცენტრად გარდასაქმნელად საჭირო მნიშვნელოვანი ცვლილებები ’’
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე 
თამარ ტალიაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავჯდომარე, თბილისის საკრებულო - კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობა თბილისისთვის - რეგიონალური შემოქმედებითი ცენტრის საჭიროებათა ანალიზი’’
მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - ,,კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების სახელმწიფო ხედავა’’
ლევან ხარატიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, - ,,საქართველოში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევის პრეზენტაცია’’
ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე 
ეგელა სული, CBC Ceorgia დირექტორი - ,,კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პოტენციალი საქართველოში’’
მაკა დვალიშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ვიცე - პრეზიდენტი - ,,ხელოვნებისა და კულტურის როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის - მნიშვნელობა, საჭიროებები და ინიციატივები’’
ნინო მგალობლიშვილი, თსსა დიზაინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - ,,დიზაინ-განათლების როლი კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიების განვითარების პროცესში’’
სოფიო ხუნწარია, არტარეა TV2.0 - ის დირექტორი - ქართული კულტურის პირველი მულტიმედია - ძირითადი მიღწევები, პრობლემები და შესაძლებლობები’’
ნათია მეფარიშვილი, ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოიაციის ვეცე - პრეზიდენტი - ,,ხელოვნებისა და კულტურის როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, - მნიშვნელობა, საჭიროებებები და ინიციატივები’’

ასევე, საერთაშორისო ფორუმის "შემოქმედებითი საქართველო: კულტურა და შემოქმედება ინოვაციისა და განვითარებისთვის" ფარგლებში დიზაინის მიმართულებით შემოქმედებითი პროექტების კონკურსი ჩატარდა. 
30 სექტემბერს, სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi, გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. გამარჯვებულთა შორის დასახელდა პროექტი ,,ხილანდარი’’, რომელიც შეასრულა დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტმა ია გველესიანმა - ხელმძღვანელი ნინო მგალობლიშვილი.

გალერეა