GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
სტუდენტების საყურადღებოდ!

ვენეციის ბიენალეს 57-ე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება 2017 წლის 13 მაისიდან 2017 წლის 26 ნოემბრამდე. გამოფენა ხორციელდება საერთო კონცეფციით VIVA ARTE VIVA. გამოფენის კურატორია პომპიდუს ცენტრის კურატორი ქრისტინ მეისელი. Viva Arte Viva ხელოვანებთან ერთად, ხელოვანების მიერ შექმნილი და მათთვის განკუთვნილი ბიენალეა, რომელიც მათ მიერ შემოთავაზებულ ფორმებს, დასმულ კითხვებს, არჩეულ ცხოვრების სტილს და მათ პრაქტიკულ გამოცდილებას ეხება.

 

2016 წლის ნოემბერში დანიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ GAA Foundation (http://www.globalartaffairs.org/) თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას მიმართა წინადადებით ვენეციის ბიენალეს 57-ე საერთაშორისო გამოფენის პარალელურ გამოფენებში მიეღო მონაწილეობა და შესთავაზა ევროპის საერთაშორისო ცენტრის პალაცო Mora-ში და პალაცო Bembo -ში საგამოფენო სივრცეები - 300 კ.მ. ფართობი, რომელიც შედგება სხვადასხვა ზომის ღია და იზოლურებული ოთახებისაგან. GAA Foundation აერთიანებს მხატვრებს პროექტით „პირადი სტრუქტურები“. თემა: დრო-სივრცე-არსებობა! პროექტის პრიორიტეტია ახალბედა, დამწყები და მეტიც, სახელოვნებო ინსტიტუციების სტუდენტების მონაწილეობა. ხარჯები უნდა გაწიოს მონაწილე მხარემ. ამიტომ, ვენეციის საერთაშორისო გამოფენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმმა და მასში შემავალმა გალერეამ გამოაცხადა კონკურსი აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების სამაგისტრო ჯგუფებში. როგორც პირველ ასევ მეორე კურსებზე. აღნიშნული ჯგუფის პედაგოგები (გ.გუგუშვილი, ი.ზაუტაშვილი, ვ.ბუღაძე, ნ.ცეცხლაძე, ს.ჩერქეზიშვილი) შიდა კონკურსის წესით წარმოადგენენ მონაწილე სტუდენტების სიებს, კონცეფციებს და ესკიზებს. პროექტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 დეკემბერი. წარმოდგენილი პროექტები ერთი საერთო პროექტის სახით გაიგზავნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. სამინისტროდან პროექტის მხარდაჭერის შემთხვევევაში სამხატვრო აკადემია დამატებით მოიზიდავს თანხებს.

პროექტის კოორდინატორი - ალექსანდრა გაბუნია