GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
SEEAF 2016, Suncheon Bay Eco-Environmental Art Festival

სანჩეონ-ბეის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი ტარდება სამხრეთ კორეის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ფესტივალზე მიწვეული იყო 70 მხატვარი, 26 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მხატვრები ილიკო ზაუტაშვილი, მამუკა ჯაფარიძე და კურატორი მაგდა გურული. ფესტივალი შედგებოდა სამი ნაწილისგან: საგალერეო ექსპოზიცია, ადგილ-სპეციფიკური (site-specific) ობიექტები ღია ცისქვეშ და პერფორმანსების პროგრამა. 
მამუკა ჯაფარიძემ მიიღო მონაწილეობა ფესტივალის ადგილ-სპეციფიკური ნამუშევრების ნაწილში, ნამუშევრით "დრაკონის თვალი", ხოლო ილიკო ზაუტაშვილმა პერფორმანსების პროგრამაში, პერფორმანსით "ვარ მე შენ?" და ასევე წარმოადგინა ინსტალაცია "დასავლეთის დაისი". 
ფესტივალი გაშუქდა კორეული და საერთაშორისო მასმედიით. 
დღეს კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო, კულტურულ პროგრამებს და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას. 
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია ქ. სანჩეონის მერია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა ქ. სანჩეონის მერს მიმართა მისასალმებელი წერილით, რაც კარგი საწინდარია ქართულ-კორეული კულტურული ურთიერთობებისთვის.

გალერეა