GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დელეგაცია აკადემიაში

4-10 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას სტუმრობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დელეგაცია 12 სტუდენტისა და 2 პროფესორის (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანები) შემადგენლობით. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თსს აკადემიის სახელოსნოებში მუშაობა, ქალაქისა და მუზეუმების დათვალიერება. 12 სტუდენტიდან 8 სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია, 3 კერამიკის და 1 მუშაობს გობელენზე.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ამ ორ ინსტიტუციას შორის ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანელი სტუდენტების ვიზიტს თსს აკადემიაში, ხოლო შემდეგ თსს აკადემიის სტუდენტების ვიზიტს აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიაში, სადაც სტუდენტები იმუშავებენ, გაეცნობიან ამ ორი ქვეყნის კულტურას და პროექტის დასასრულს, ბაქოში მოეწყობა საერთო შემაჯამებელი გამოფენა.

გალერეა