ა.წ. 10-13 მარტს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში, მივლინებით იმყოფებოდნენ: მაია ყიფიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და ნინო ჭოღოშვილი, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანი.
ვიზიტი განხორციელდა თსს აკადემიასა და დელ ბიანკოს ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში.
მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ამ ეტაპზე თსს აკადემიის წარმომადგენლებმა, ფონდის ექსპერტების სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს დელ ბიანკოს ფონდის ექსპერტთა მე - 19 ასამბლეაში და კონფერენციაში სახელწოდებით 'მემკვიდრეობა პლანეტა დედამიწისთვის'.
მაია ყიფიანმა გააკეთა მოხსენება კულტურული მემკვიდრეობის სექციაში 'აბრეშუმის გზის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია', დაიბეჭდა საკონფერენციო თეზისების პუბლიკაცია, ხოლო მოხსენების სრული ვერსია წლის ბოლოს დაიბეჭდება საკონფერენციო გრიფირებულ გამოცემაში.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა